Undécima-ს გზაზე „ბაიერნი“ ფავორიტია

რა თქმა უნდა, სამეფო კლუბი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით.


„ლა დესიმას“ მოგების შემდეგ, იკერ კასილიასმა და ფლორენტინო პერესმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გუნდის ახალი მიზანი Undécima (მეთერთმეტე) იქნება.ბუნებრივია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ზედიზედ მოგება დიდი პატივი და შესაძლებლობების მაქსიმუმია, თუმცა რაც აღნიშნულ გათამაშებას სახელი შეეცვალა, ანუ ჩემპიონთა ლიგა ეწოდა (1992 წ.), ვერცერთი ევროპული გრანდი ვერ დაიტრაბახებს, თასების მიყოლებით აღმართვით.ბოლო 22 წლის განმავლობაში, „მილანმა,“ „აიაქსმა,“ „იუვენტუსმა,“ „მანჩესტერმა“ და „ბაიერნმა“ სცადეს ნავსის გატეხვა, თუმცა უშედეგოდ.

ჯერჯერობით უცნობია, რას იზამენ მადრიდელები, მაგრამ სანამ ტურნირის ახალი სეზონი დაიწყება, ევროპელი ბუქმეიქერები, ფავორიტად არა მოქმედ გამარჯვებულს, არამედ გვარდიოლას „რეკორდმაისტერს“ ასახელებენ, რომელმაც ნახევარფინალურ სტადიაზე 4-0 წააგო შინაურ კედლებში ანჩელოტის დამოძღვრილებთან.

მიუნხენელების საჩემპიონო შანსები 4.5 კოფეციენტითაა შეფასებული, „თეთრების“ 5.12, ბარსელონელების 6.50, „მან.სიტის“ 13.0, „ჩელსის“ 15.0, „პსჟ“-ს, 16.0, ხოლო „ატლეტიკოს“ 23.0.

Marca
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)