შუსტერი : "ვფიქრობ, რეალი მომავალ სეზონში უფრო მტკიცე იქნება"

სამეფო კლუბის ყოფილი მწვრთნელის, ბერნდ შუსტერის განცხადებით, მადრიდის "რეალი" მომდევნო სეზონში ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება...


"კარლიტომ დიდი სამუშაო გასწია და ჟოზე მოურინიოს შემდეგ გუნდის ფილოსოფია მთლიანად შეცვალა. ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვამბობ, რომ მადრიდის "რეალს" ყოველთვის განსაკუთრებული ფილოსოფია სჭირდება, ამ გუნდმა ყოველთვის უნდა შეუტიოს და სანახაობრივად ითამაშოს, სხვა შემთხვევაში გულშემატკივარი უკმაყოფილოა."

"იმ შემთხვევაში თუ ანჩელოტი დარჩება, კლუბი მომდევნო სეზონში უფრო მტკიცე გახდება, იტალიელის დარჩენაში კი ეჭვი რა თქმა უნდა არავის ეპარება, რადგან პირველივე სეზონში მან ნანატრი "ლა დესიმა" მოიგო, რაც ნამდვილად რთული იყო."

"ვგონებ, წლეულს რეალს გარკვეულ ასპექტებში ხარვეზი ჰქონდა, რომელსაც დედაქალაქელები მომდევნო სეზონიდან აუცილებლად აღმოფხვრიან, რადგან ფეხბურთელები მწვრთნელს უკვე კარგად შეეჩვივნენ. ბრძოლისუნარიანობა "ბლანკოსს" არასდროს აკლდა, დღეისათვის კი მათ ეს თვისება გაათმაგებული აქვთ, რადგან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოიგეს."

"როდესაც სამეფო კლუბს ვწვრთნიდი, კრიშტიანო რონალდუს მოსვლა ჩემი ოცნება გახლდათ, რომელიც სამწუხაროდ არ ამისრულდა. ვთვლი, რომ პორტუგალიელი შემტევი 21-ე საუკუნეში საკუთარ სახელს ოქროს ასოებით ჩაწერს ევროპული ფეხბურთის ისტორიაში." dle 10.1

  • Hala
  • 4 ივნისი 2014
  • 2218
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)