კრისტიანო რონალდო: მოტივები, ამბიციები, მიზნები

დიდი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო ისევ დაბრუნდა. მოდით განვიხილოთ პირველი შედეგები მისი დაბრუნების შემდეგ.


რა თქმა უნდა ბოლო თვეები კრისტიანოსთვის ცუდად წარიმართა. 55 დღიანმა ტრავმამ რონალდოს ხელი შეუშალა გამხდარიყო ნაკრებისთვის გმირი და დახმარებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში. ამასთან ერთად დათმო ბრძოლა "ოქროს ბურთისთვის" ლეონელ მესისთან. რა თქმა უნდა ეს არ არის არმაგედონი და ტრაგედია, მაგრამ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის, რომელიც ბოლო წლებში მიიჩნეოდა, როგორც სუპერვარსკვლავი, ეროვნული გმირი, საუკეთესო საუკეთესოთა შორის ეს შეიძლება ჩავთვალოთ ტრაგედიად. ორი თვის გამოტოვებამ მასზე იმოქმედა...

არ არის ძნელი იმის გამოცნობა, რომ კრისტიანოს მიზანი ახლა გვირგვინის დაბრუნებაა, მაგრამ მის წინაშე დგანან მესი, ინიესტა, ხავი და ფაბრეგასი. რონალდომ იცის, რომ ერთადერთი და განუმეორებელი აღარ არის. ის აცნობიერებს, რომ ეროვნულ ნაკრებს მის გარეშეც შეუძლია მიზნების განხორციელება.

ტრავმას არ შეეძლო არ ასახულიყო მის საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე. უკვე ბევრმა გააკრიტიკა პორტუგალიელი "ბარსელონასთან" მომენტების გაფუჭებაზე. ახლა დროა მან ამ ომში გაიმარჯვოს და აჩვენოს ყველას, რომ ისევ განუმეორებელი და ერთადერთია.

ახლა ერთი რამ ნათელია. კრისტიანომ უნდა დაიწყოს გოლების რეგულარულად გატანა და "რეალმაც" ბევრჯერ უნდა გაიმარჯვოს. ეს მისთვის უდიდესი პროგრესი იქნება. ეს ნორმალური და ლოგიკურია. რონალდომ ისევე უნდა იგრძნოს თავი, როგორც "მანჩესტერში". როცა გუნდს ჩავარდნა აქვს, მას აკრიტიკებენ და სხვა ფეხბურთელები გამოჰყავთ გმირებად. იმისთვის, რათა აჯობოს კრისტიანომ მესის, ყოველ მატჩში უნდა გააოცოს მაყურებელი თავისი თამაშით. მან უნდა გაამართლოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი.

თუმცა პორტუგალიელმა ისწავლა გუნდური თამაში. შაბათს "ალმერიასთან" მატჩში ეს კარგად გამოჩნდა. მიაღწია მიზანს, გაიტანა გოლი და მოაპოვებინა გუნდს გამარჯვება. რონალდომ მოუკლო გაბრაზებას, როცა მწვრთნელი მას სათადარიგოთა სკამზე სვამს.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 7 დეკემბერი 2009
  • 3462
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)