ანჩელოტი: „„რეალი“ გლობალურ რელიგიად ჩამოყალიბდა“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „რეალის“ ტელევიზიასთან განვლილი სეზონი შეაჯამა.


„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ეპოქის დასრულებას არ ნიშნავს, პიქირით, ყველაფერი ახლა იწყება.ჩვენ ახალგაზრდული და ნიჭით აღსავსე შემადგენლობა გვყავს.ახალი სეზონიდან, რამდენიმე ფეხბურთელი უკეთესად ათამაშდება.საუბარი ისკოზე, ილიარაზე და ა.შ.“

„ვფიქრობ, „დესიმას“ აღმართვა უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგვიტანს.მადრიდელები 3 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ფინალის საგზურის მოპოვებას და მიმდინარე სეზონში გაორმაგებული მოტივაციით აგორებდნენ ბურთს.“

„ყოველთვის მჯეროდა, რომ „რეალს“ ჩ/ლიგის ტრიუმფით დასრულებისათვის საკმარისი რესურსი გააჩნდა და დიდი იმედითა და მოლოდინით შევყურებდი გუნდს.აღნიშნულის ტურნირის თითოეულ მატჩის წინ, გასახდელში სხვადასხვაგვარი ატმოსფერო სუფევდა, რაც მოთამაშეების მაღალ მოტივაციაზე მეტყველებდა.ფეხბურთელები ჯერ „დესიმაზე“ საუბრობდნენ, ხოლო შემდეგ მწვანე მინდორზე განსაკუთრებული სიმამაცითა და პერსონალურობით ცდილობდნენ გამარჯვებისთვის ბრძოლას.ჩემი აზრით, ზეწოლა სახელად „დესიმა,“ პოზიტიური მოვლენა იყო.“

„მსაჯის საფინალო სასტვენამდე იმედგაცრუებაში არ ვვარდები.მუდამ ოპტომისტურად ვარ განწყობილი.ლისაბონის დაპირისპირებაში დრო სწრაფად გადიოდა და მოთამაშეებიც უფროდაუფრო უმატებდნენ შეტევებს.სერხიომ 2 წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდეც შეგვეძლო გატანა.“

„რამოსის გოლის აღნიშვნა არ დამიწყოა, რამეთუ დამატებით დროზე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც მარსელომ შეაგდო, უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და თასი მადრიდში მოდიოდა.“

„როდესაც „მილანთან“ ერთად მოვიგე ლიგა, ქალაქში დიდი ზეიმი გაიმართა, თუმცა „დესიმათი“ გამოწვეული სიხარული და ემოციები, აქამდე არსად მენახა.მადრიდისტებმა მეტად ისიამოვნეს ჩვენი გამარჯვებით და დიდებულად აღნიშნეს ჩემპიონობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.ვფიქრობ, „რეალი“ არა უბრალოდ გუნდი, არამედ გლობალური რელიგიაა.“

„კრიშტიანუს სტატისტიკა უბრალოდ არნახულია - გოლი ყოველ მატჩში.როდესაც პორტუგალიელი მოედანზეა, „რეალი“ 1:0-ით იწყებს ასპარეზობას.სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერის თვისებები მისგან.რონალდუ არა მხოლოდ გოლეადორია საკუთარი გუნდისათვის.ის ბრწყინვალედ უგებს ბენზემასა და ბეილს.საერთო ჯამში, საოცარი სეზონი ჰქონდა.გაიტანა ბევრი გოლი და გააკეთა არაერთი ასისტი.“

„არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერ ლიგის დატოვების შემდეგ ურთულდებათ ყოფა, რასაც ვერ ვიტყვით ბეილზე.პრე-სეზონის არქონის გამო, სეზონი უფერულად დაიწყო, თუმცა მალევე გამოასწორა.მან თავდაუზოგავად იმუშავა და 2 ფინალში გოლებით გამოიჩინა თავი.ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდება, როდესაც სრულყოფილი მომზადების შემდეგ დაიწყებს სეზონს.„კოპა დელ რეის“ ფინალში, მოტოციკლის თანხლებით დაამწუხრა მეტოქე.უელსელს დიდებული ფიზიკური შესაძლებლობები აქვს.ის წარმოუდგენელ სისწრაფეს ავითარებს.“

„რამოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში.ანდალუსიელს აქვს ყველაფერი, რაც თავის დროზე ჰქონდა მალიდინის - პერსონალურობა, ტექნიკურობა, ლიდერობის უნარი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.სიმართლე გითხრათ, აქამდე არავინ შემიდარებია პაოლოსთვის.სადღეისოდ, სერხიო მსოფლიოს საუკეთესო მცველია.“

„თავდაპირველად, მხოლოდ ზიდანის გადმოცემით ვიცოდი ხესეს შესახებ, თუმცა როდესაც საქმეში ვიხილე, გავიგე, თუ რატომ მესაუბრებოდა ფრანგი ამ დოზით ახალგაზრდა ფეხბურთელზე.კასტილიელი მნიშვნელოვანი ფიგურაა შემადგენლობაში და ძალიან დაგვაკლდა სეზონის მიწურულს, როდესაც რონალდუსა და ბეილს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.დარწმუნებული ვარ, ხესე რომ მწყობრში ყოფილიყო, პრიმერა დივიზიონს სხვა პოზიციაზე დავასრულებდით“

„მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ.ადვილად ავითვისე ქალაქი.ძალიან მიყვარს კინოში სიარული და ადგილობრივი სიმღერა.“

„ხოსე ანხელს დავპირდი, რომ ლიგის მოგების შემთხვევაში, „ბერნაბეუზე“ ვიმღერებდი.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 4 ივნისი 2014
  • 3569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)