ფლორენტინო მორატას არ შეელევა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, არცერთ კლუბს ალვარო მორატას სრულად გამოსყიდვის შანსი არ აქვს...


ერნესტო ბრონძეტის განცხადებით, სამეფო კლუბსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანურ მხარეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალვაროს შენარჩუნება და საუბარი მხოლოდ 1 წლიან იჯარაზე გახლავთ.

იტალიელებს ფეხბურთელის შეძენა 6 წლიანი კონტრაქტით სურთ, მადრიდელები კი მხოლოდ განათხოვრების წესზე არიან თანახმა, სწორედ ეს აფერხებს ფეხბურთელის სერია "ა"-ში გადასვლას.

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ მორატამ დანიელ კარვახალის გზა უნდა გაიაროს, ამ უკანასკნელმა გერმანულ ლევერკუზენს მიაშურა, სადაც დიდი სათამაშო პრაქტიკა მიიღო და დღესდღეობით სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკავება არ უჭირს. მეტიც, დანიელი ვისენტე დელ ბოსკენ ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაშიც შეიყვანა, თუმცა საბოლოო მუნდიალზე მის ნაცვლად ხუანფრანი გაემგზავრება.

მორატას შეძენით იუვეს გარდა სხვა გუნდებიც ინტერესდებიან. ყურადსაღებია ლონდონის არსენალი, რომელიც ახალგაზრდა კანტერანოში დიდ ვარსკვლავს ხედავს.

იმ შემთხვევაში თუ სერია "ა"-ს ჩემპიონი ალვაროს 1 წლით გადაბირებაზე უარს იტყვის, პრეზიდენტი პერესი სხვა შემოთავაზებებს განიხილავს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კასტილიელის წასვლის შემთხვევაში სამეფო კლუბი ფორვარდს დაიმატებს, რადგან კარიმ ბენზემას აუცილებლად დასჭირდება შემცვლელი, მითუმეტეს "ბლანკოსს" მომავალ სეზონში არაერთ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, ამას ემატება ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები. dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2014
  • 4094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)