ვარანი: "ჩელსიზე" ფიქრის დრო არ არის"

რაფაელ ვარანმა რთული სეზონი მეათეს მოგებით დაასრულა. ბოლო დროს ბევრი იწერება ვარანის სხვა კლუბში გადასვლაზე.


"რეალის" ფრანგ მცველს აქტიურად უკავშირებენ "ჩელსის", ამაზე ზიდანის ფავორიტმა ჟურნალისტებს უპასუხა: "ჩელსის" ინტერესი? ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ მუნდიალია და ამისთვის ვემზადები. ასეთ ჭორებზე საუბრის დრო არაა."

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო ვარანს გარანტირებულ ძირითადს პირდება, სამეფო კლუბში კი დაცვაში დიდი კონკურენციაა. რაფას ისეთი ფეხბურთელებისთვის უწევს კონკურენციის გაწევა, როგორებიც რამოსი და პეპე არიან. ფრანგი მცველი ანჩელოტისთან გასაუბრებას აპირებს, სანამ მომავალზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვარანმა დიეგო სიმეონესთან კონფლიქტზეც ისაუბრა: "სიმეონეს უდიდეს პატივს ვცემ. დიდ პატივისცემას იმსახურებს მისი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერა. მან ბევრს მიაღწია და ახლა უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან დაძაბული იყო, მცირე შეკამათება მოგვივიდა, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა."

"საოცარი გამარჯვება იყო, ჩემპიონთა ლიგის თასი დიდი ნაბიჯია ფეხბურთელის კარიერაში. მაგრამ ახლა მხოლოდ საფრანგეთზე ვარ კონცენტრირებული. გაჩერება არ მინდა. მეათეს მოგება მშვენიერი იყო, "ბლანკოსის" ფანები ამ დღეს დიდხანს ელოდნენ, ყველანი ბედნიერები ვართ."

წყარო: Marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)