დეშამი:"სამშაბათს მაღალი კლასის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ"

"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" მატჩის წინ თავის შეგირდებს დაცვაში ყურადღებით თამაშზე მოუწოდა და გაანალიზა "ნიცასთან" დაშვებული შეცდომები.


თუმცა ფრანგი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები დაამარცხებენ მადრიდულ გრანდს. შეგახსენებთ, რომ "მარსელს" სჭირდება დიდი ანგარიშით მოგება, რათა გადაუსწროს "სამეფო კლუბს" სატურნირო ცხრილში. ასევე ფრანგთა გამარჯვება და "მილანის" ქულების დაკარგვა "ციურიხთან" "მარსელს" მაინც გაიყვანს პლეი–ოფში.

"არ მომეწონა დაცვის თამაში "ნიცასთან" მატჩში. დაცვის ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ ზოგ მომენტებში, მაგრამ გამარჯვებამ მხნეობა შეგვმატა "რეალთან" თამაშის წინ. სამშაბათს ჩემმა ფეხბურთელებმა მაღალი კლასის ფეხბურთი უნდა აჩვენონ" – აცხადებს დეშამი.

"მარსელის" ყველა ფეხბურთელი ასი პროცენტით უნდა დაიხარჯოს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ "ბლანკოსი" არ იქნება მატჩისთვის სრულად მზად. ჩვენი მიზანია – დავამარცხოთ მადრიდელები, ხოლო რა მოხდება "ციურიხში" არავინ იცის" – დაასრულა ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 7 დეკემბერი 2009
  • 2758
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)