იკერი: „გოდინის გოლმა დამანგრია, მაგრამ ეს ფეხბურთია“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, „ლა დესიმას“ მოგება „უეფას“ ოფიციალურ ვებგვერდთან შეაჯამა.


„ჩ/ლიგის მეათე თასმა უსაზღვრო სიხარული მოგვანიჭა.12 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენ შევძელით გაჩემპიონება.მადლობა ღმერთს, რომ მილიონობით ადამიანის გაბედნიერების შესაძლებლობა გვაქვს, რომლებიც ლისაბონიდან, ესპანეთიდან თუ მთელი მსოფლიოდან, თვალს გვადევნებდნენ.“

„ვგონებ, „რეალმა“ კუთვნილი ადგილი დაიკავა ევროპულ ფეხბურთში.ძალისხმევამ და თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.ჩვენ უკვე 10 ტიტულს მოვითვლით, რაც უნიკალური შედეგია.“

„3 წელი უშედეგოდ ვცდილობდით ფინალის საგზურის მოპოვებას და ბოლოს, სიმამაცისა და ბოლომდე ბრძოლის წყალობით, მიზანში გავარტყით.სეზონი არაჩვეულებრივად დავასრულეთ.მართალია, ნერვიულობა მოგვიწია, მაგრამ არაუშავს.მადრიდი პირველობას იმსახურებდა.“

„როდესაც აბსურდულ გოლს იღებ საკუთარ კარში, შინაგანად ინგრევი, რამეთუ სრულ პასუხისმგებლობას გრძნობ, თუმცა ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და გამორიცხული არაფერია.ჩემი აზრით, მსაჯმა სამართლიანად დაამატა 5 წუთი, რამეთუ ბევრიი გაჩერება იყო მეორე ტაიმის განმავლობაში.დამქანცველი და რთული სეზონის შემდეგ, 93-ე წუთზე, სამართლიანობა აღდგა.დამატებით დროში აშკარად დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)