ჩემპიონთა ლიგის ღირსეული მოთამაშეები!

სერხიო რამოსი ლეგენდების სიაში ჩაეწერა.


რიალი (1956)
მადრიდის "რეალი" 4-3 "სტად რეიმსი"
ეს იყო პირველი ევრო-ფინალი რომელიც სამეფო კლუბმა მოიგო. ამ მატჩში მადრიდელები მარცხდებოდნენ და 80-ე წუთზე "ბლანკოსის" ფეხბურთელმა, რიალმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა და ფრანგულ გუნდს თასი ხელიდან გამოაცალა.

ხენტო (1957 y 1958)
მადრიდის "რეალი" 2-0 "ფიორენტინა" და მადრიდის "რეალი" 3-2 მილანი"
ხენტომ ზედიზედ ორი წელი შეძლო სამეფო კლუბთან ერთად ფინალში გასვლა და ორივეჯერ სასწაული მოახდინა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მატჩი „მილანთან, როდესაც სწორედ ხენტოს გოლის წყალობით „ბლანკოსი“ მესამედ დაეუფლა ევროპის თასს.

დი სტეფანო (1959)
მადრიდის "რეალი" 2-0 "სტად რეიმსი"
როგორც ხედავთ ეს ორი კლუბი კიდევ ერთხელ შეხვდა ფინალში. მატჩი იგივე სცენარით განვითარდა, თუმცა მეორე ტაიმამდე გოლი არ გასულა. შეხვედრის მეორე ნახევარში „რეალის“ ლეგენდამ, დი სტეფანომ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და თასის მფლობელის ვინაობა გამოავლინა.

პუშკაში (1960)
მადრიდის "რეალი" 7-3 "აინტრახტი"
ესპანურ-გერმანული ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება. სამი გოლი დი სტეფანომ გაიტანა, ხოლო დანარჩენი ოთხის ავტორი კი „თეთრების“ უნგრელი ლეგენდის, პუშკაშის ანგარიშზეა.

სერენა (1966)
"პარტიზანი" 1-2 მადრიდის "რეალი"
ეს იყო მადრიდული "ქამ-ბექი". ამანსიომ და სერენამ მატჩის ბედი ბოლო 15 წუთში გადაწყვიტეს და "რეალს" მეხუთე თასი მოუტანეს.

მიატოვიჩი (1998)
მადრიდის "რეალი" 1-0 "იუვენტუსი"
მეშვიდე თასი. სამეფო კლუბი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ისევ გავიდა ფინალში. ამჯერად მათი მეტოქე ტურინის „იუვენტუსი“ იყო. ამ საკმაოდ დაძაბულ მატჩში 66 წუთზე მიატოვიჩმა შეძლო ანგარიშის გახსნა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა.

რაული (2000)
მადრიდის "რეალი" 3-0 "ვალენსია"
ეს იყო მატჩი, რომლის ბედიც სრულად გადაწყვიტა ახალგაზრდა რაულ გონსალეს ბლანკომ. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა მადრიდელთა ცოცხალმა ლეგენდამ მხოლოდ საკუთარი ძალებით მოიგო.

ზიდანი (2002)
მადრიდის "რეალი" 2-1 "ლევერკუზენი"
ალბათ ყველას გახსოვთ ის დიდებული გოლი რომელიც ზიდანმა "ლევერკუზენის კარში გაიტანა და სამეფო კლუბი დააწინაურა. ეს იყო წარმოუდგენლად ემოციური მომენტი სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის.

სერხიო რამოსი (2014)
მადრიდის "რეალი" 4-1 მადრიდის "ატლეტიკო"
სამეფო კლუბის ვიცე კაპიტანმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს შეძლო თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება. ამ გოლის წყალობით სერხიომ გუნდი თამაშში დატოვა და გუნდს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა. დამატებულ ტაიმებში კი ბეილმა, მარსელომ და რონალდომ თითო-თითო გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 4-1 დაფიქსირდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)