ანჩელოტი: „რონალდუ ძალიან მომწონს“

ფინალამდე 1 დღით ადრე, Daily Mail-მა კარლო ანჩელოტისთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.


„არ მიყვარს ადამიანი, რომლებიც მუდმივად საკუთარ თავს უსვამენ ხაზს.ვიცი, რომ ბობ პისლიმ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და აღნიშნულის გამეორება დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუმცა მთავარი მიზანია, არა პირად მიღწევებზე, არამედ კლუბის ისტორიაში შესვლაზე ფიქრი.“

„იყო „ლა დესიმას“ შემოქმედი, მეტია, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდუალური ჯილდო.მადრიდში მოსვლის დღიდან, ბევრი მესმის ამის შესახებ.რა თქმა უნდა, სრულად ვაანალიზებ იმ ზეწოლას, რომელიც ჩემზე მოდის.“

„მოურინიოს ეპოქის შემდეგ, მადრიდელთა აზრი ორად გაიყო.უმეტესობას მოსწონდა ჟოზე, ხოლო უმცირესობას არა.მანდ 100 ქულით მოიგო პრიმერა დივიზიონი და არაერთი რეკორდი დაამყარა.“

„კრიშტიანუ ყოველ შეხვედრაში იჩენს თავს - 51 გოლი 50 მატჩში.ძალიან მომწონს პორტუგალიელი, ხოლო ბეილზე ვიტყვი, რომ დიდებული ტრანსფერი განვახორციელეთ.“

„ფლორენტინოსთან დიდებული ურთიერთობა მაქვს.ის ჯერ კიდევ 2006 წელს ცდილობდა ჩემ გადაბირებას, ხოლო შემდეგ, როდესაც „ჩელსიში“ ვაპირებდი გადასვლას.მაშინ, ინგლისი ვარჩიე.“

„„ბაიერნი“ გერმანულ ფეხბურთს არ თამაშობს.გვარდიოლამ თავისი სტილი შეიტანა, რაც სრულად განსხვავებულია შარშანდელისაგან.იუპ ჰაინკესის გუნდმა ტრადიციული ბურთაობით დაამარცხა „ბარსელონა“ 7-0.ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის ადვილი იყო მიუნხენელებთან დაპირისპირებას.“

„„ატლეტიკო“ ძლიერი გუნდია.მათთან პირველი თამაში „ბერნაბეუზე“ დავთმეთ, თუმცა ბევრი არ უნდა ვიფიქროთ მეტოქეზე.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)