ისკო : "12 წლიანი პაუზის შემდეგ მოგების დროა"

ისკო ალარკონის განცხადებით, 2002 წლის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მადრიდის "რეალს" კი პირველად ეძლევა ჩემპიონობის საშუალება და ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული...


"მოუთმენლად ველით შაბათის დაპირისპირებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის, რადგან სამეფო კლუბს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის შანსი ეძლევა."

"კოპა დელ რეის ფინალში ფანებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს, დიდი იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების მიწურულს "რეალის" გულშემატკივრები ძალიან ბედნიერები იქნებიან."

"პირველივე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება ოცნებადაც კი არ მქონდა ქცეული, თუმცა ეს ყველაფერი რეალობაა, ვალდებულები ვართ მაქსიმუმი გავიღოთ და მე-10 თასი აღვმართოთ, რომელსაც მადრიდისტები უკვე 12 წელია ელოდებიან, დამეთანხმებით ეს საკმაოდ დიდი დროა."

"ჩვენ ძალიან კარგად შეთანამაშებული და დინამიური კოლექტივი ვართ და წაგების უფლებას თავს ვერ მივცემთ."

"ატლეტიკო შესანიშნავი გუნდია, მათ ლა ლიგის მოგება მოახერხეს, თანაც უდიდესი კონკურენციის პირობებში, სიმეონეს გუნდს ბარსელონა და რეალი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევდნენ."

"ჩვენი ოცნება "ლა დესიმა" გახლავთ, თითოეულ ფეხბურთელს ფიქრში მხოლოდ "და ლუჟი" და ამ სტადიონზე გამარჯვება აქვს."

"დარწმუნებული ვარ კლუბი დანაკლისის გარეშე ითამაშებს, ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ სასურველ კონდიციაში ჩასადგომად."

"მოტივაცია არ გვაკლია და ვიცით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს სეზონი ძალიან პროდუქტიული გამოდგება, სამეფო თასის ფინალამდე ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი პაექრობა გავმართეთ, საბოლოოდ კი ბარსელონა დავამარცხეთ, იგივეს თქმა შემიძლია ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გუნდი მაქსიმალური ძალისხმევისა და ბრძოლის ხარჯზე მოვიდა, ეს ყველაფერი "როხიბლანკოს" ძლევით უნდა დაგვირგვინდეს." dle 10.1

  • Hala
  • 23 მაი 2014
  • 2094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)