მადრიდის ქუჩებს ცეცხლი უკიდია

ესპანეთის დედაქალაქი დუღს, ყველაფერი ინტრიგას აქვს მოცული, ყველაფერში დამნაშავე კი რა თქმა უნდა "მერენგები" და "როხიბლანკოები" არიან...


ქალაქში სასაუბრო თემა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გახლავთ, რომელიც ლისაბონში შაბათს გაიმართება.

დიდი ბჭობა მიდის იმასთან დაკავშირებით ითამაშებენ თუ არა ლიდერები, რომლებსაც დაზიანებები აწუხებთ. ყველაზე მეტი ვნებათაღელვა კრიშტიანო რონალდუსა და დიეგო კოშტას საკითხთან დაკავშირებითაა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შვიდიანის თამაში 95% გადაწყვეტილია, გაესპანელებულ ბრაზიელიელს კი საქმე არც ისე იოლად აქვს. ასევე არ არის ცნობილი შეძლებს თუ არა დაცვის გამაგრებას პეპე, რომელიც სერხიო რამოსთან ერთად ბრწყინვალე ტანდებს ქმნის და მისი არყოფნა კლუბს დაღს დაასვამს.

დედაქალაქი ორადაა გაყოფილი, "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ და ფიქრობენ, რომ სიმეონეს გუნდი გაცილებით უფრო მოტივირებულია, ვიდრე კარლოს კოლექტივი, თუმცა "ბლანკოსის" ფანების აზრი რადიკალურად განსხვავებულია, ისინი ლიგის მეათე თასზე ფიქრობენ და ამასთანავე აცხადებენ, რომ 2002 წლის შემდეგ ლოდინი წელს აუცილებლად დასრულდება.

ქალაქის რამდენიმე წერტილში დამონტაჟებულია უზარმაზარი მონიტორები, რომელშიც ფინალური დერბის პირდაპირი ტრანსლაცია იგეგმება, ამასთანავე ცნობილია, რომ "ინჩასებს" ბერნაბეუზეც შეეძლებათ მატჩზე თვალის დევნება.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის დედაქალაქში გაცილებით უფრო დიდი მოლოდინი, ინტერესი და დაძაბულობაა, ვიდრე ლისაბონში, სადაც საფინალი დაპირისპირება უნდა გაიმართოს. dle 10.1

  • Hala
  • 23 მაი 2014
  • 7414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)