ფინალური დანაკლისი

ლისაბონში გასამართ ფინალამდე, ფეხბურთელების ყოფნა არ ყოფნის საკითხი, კვლავს კითხვის ნიშნის ქვეშაა.


24 მაისს, ლისაბონში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში, სრულიად საფეხბურთო სამყარო გარინდულია და დიდი ინტერესით აკვირდება დაპირისპირებუულ მხარეთა რიგებში მიმდინრე პროცესებს.

ფინალამდე 3 დღით ადრე, კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. შეხვდება თუ არა რონლდუ მატჩს სასურველ კონდინციებში? ითამაშებს თუ არა პეპე? იქნება თუ არა ბენზემა? გამოირიცხა თუ არა დიეგო კოშტა საბოლოოდ? რომ ითამაშოს?

ერთადერი სიახლე, რომელიც პასუხის გაცემას არ საჭიროებს, ხაბი ალონსოს მდგომარეობაა, რომელსაც უეფამ დისკვალიფიკაცია არ მუხსნა. ამის გამო, ბასკი საკუთარ გუნდს ტრიბუნებიდან დაუჭერს მხარს.

"ატლეტიკო" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიეგო კოშტამ ლისაბონში ითამაშოს. ფეხბურთელი გუშინ კერძო თვითმფრინავით ბელგრადში გაემგზავრა იმისთვის, რომ მარიანა კოვავეჩიჩის კლინიკაში გაევლო მკურნალობის კურსები, მაგრამ მისი საქმე პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

"ატლეტიკოს" სხვა პრობლემებიც აწუხებს, რომელიც არდა თურანს შეეხება. ფეხბურთელმა მატჩის დროს, მცირედი დაზიანება მიიღო და მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იგი ფინალს გამოტოვებდა. გავრცელებული ინფორმაციით, არდა "რეალთან" მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

შესაძლოა ანჩელოტი ფანებს აიმედებს იმით, რომ კრიშტიანუ ითამაშებს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, იგი ასეთ იმედებს კეპლერ პეპესა და კარიმ ბენზემაზე ვერ გვაძლევს.

იტალიელი სპეციალისტი ხმამაღალი განცხადებებით არ გამოდის და ფეხბურთელების კონდინციებზე არ საუბრობს, მაგრამ ბენზემას და პეპეს თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მათი უთამაშებლობის შემთხვევაში, ვარანეს შეუძლია პორტუგალიელის ადილი დაიკავოს, ხოლო ისკო ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დადგეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)