ყველა ფინალური დერბი

"მადრიდის რეალმა" და "მადრიდის ატლეტიკომ" სულ ექვსი ფინალური დერბი ითამაშეს, საიდანაც 4-ჯერ "ატლეტიკომ" იმარჯვა


1959-60 კოპა დელ რეი

"მადრიდის ატლეტიკო" 3:1 "მადრიდის რეალი"


"აინტრახტის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრიდან, რომელიც ბევრის აზრით ევროპის თასის ყველა დროის საუკეთესო ფინალი იყო, ხუთი კვირის შემდეგ, "მადრიდის ატლეტიკომ" "თეთრები" კოპა დელ რეის ფინალში დაამარცხა. პუშკაშმა "თეთრები" მე-20 წუთისთვის დააწინაურა, მაგრამ პეიროს, ჯონსის და კოლერის გოლების წყალობით "ატლეტიკომ" ის თამაში მოიგო.

1960-61 კოპა დელ რეი

"მადრიდის ატლეტიკო" 3:2 "მადრიდის რეალი"


ერთი წლის შემდეგ, "მადრიდის რეალს" კვლავ მიეცა შანსი "ატლეტიკოს" დამარცხების, მაგრამ "ატლეტიკომ" ამჯერადაც იმაჯრვა. აქაც პირველი გოლი პუშკაშმა გაიტანა, რასაც "ატლეტიკოს" მხრიდან სამი უპასუხო გოლი მოყვა. ფინალურ წუთებზე დი სტეფანომ მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

1974-75 კოპა დელ რეი

"მადრიდის რეალი" 0-0 "მადრიდის ატლეტიკო" (4-3)


უკვე განსხვავებული სცენარი და სხვა გამარჯვებული ჰყავდა ამ ფინალს. ამჯერად ფინალი "კალდერონზე" ჩატარდა და "მადრიდის რეალმა" 11 მეტრიანი დარტყმების სერიაში იმარჯვა. "მადრიდის რეალის" მხრიდან 11 მეტრიანები გაიტანეს ამანსიომ, პირიმ, რუბინანმა და აგუილარმა, ხოლო "ატლეტიკოს" მხრიდან კი მხოლოდ გერატემ , ალბერტომ და ბეკერომ.

ლიგის თასი 1984-85

პირველი შეხვედრა: "მადრიდის ატლეტიკო" 3-2 "მადრიდის რეალი"

განმეორებითი შეხვედრა: "მადრიდის რეალი" 2-0 "მადრიდის ატლეტიკო"


ლიგის თასი, ტურნირი, რომელიც 1983-დან 1986 წლამდე იმართებოდა, მეორე მორიგი გამარჯვება იყო "მადრიდის რეალის" მიერ "ატლეტიკოზე". "ატლეტიკომ" პირველი შეხვედრა 3:2 ანგარიშით მოიგო. რუბიოს, არტეხესა და კაბრებას გოლებს პინედასა და სანტილანას მხრიდან საპასუხო გოლები მოჰყვა. განმაორებით შეხვედრაში მიჩელისა და სტიელიკეს გოლების წყალობით "თეთრებმა" 2:0 იმარჯვეს.

1991-92 კოპა დელ რესი

"მადრიდის ატლეტიკო" 2-0 "მადრიდის რეალი"


შუსტერისა და ფუტრეს გოლებით "მადრიდის ატლეტიკომ" მორიგი ტრიუმფი იზეიმა თანაქალაქელების წინააღმდეგ.

2012-13 კოპა დელ რესი

"მადრიდის ატლეტიკო" 2-1 "მადრიდის რეალი"


ბოლო ფინალი "მადრიდის ატლეტიკოსა" და "მადრიდის რეალს" შორის 2012/13 წლებში გაიმართა. კრიშტიანო რონალდუს გოლის წყალობით "თეთრები" დაწინაურდნენ , მაგრამ დიეგო კოშტას გოლმა ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში კი მირანდას თავურის შედეგად "ატლეტიკომ" "თეთრები" კიდევ ერთხელ დაამარცხა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)