ანჩელოტი: "ბევრი გუნდი ფინალს მხოლოდ ტელევიზორიდან ნახავს"

გთავაზობთ ანჩელოტის სრულ პრესკონფერენციას.


პეპე და ბენზემა: "ამ ორი ფეხბურთელის თამაში კვლავ ეჭვქვეშაა. მე არც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არც პესიმისტურად, არამედ რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს. ამჟამად ისე ჩანს, რომ ისნი ვერ ითამაშებენ ფინალს. გადაწყვეტილებას ბოლო წუთს მივიღებ. თუ შეძლებენ თამაშს ძან კარგი, თუ არა და პეპეს შეცვლა ვარანეთი მოგვიწევს."

ზეწოლა მეათის გამო: "ჩემთვის ეს ფინალი "მადრიდის რეალის" სიამაყესთან ასოცირდებად. არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ, უბრალოდ ყველას ყურადღება ეხლა ჩვენსკენაა მომართული. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი სამუშაო გავსწიეთ, დიდებული საქმეები გავაკეთეთ. ფინალის თამაში უმთავრესი მიზანი იყო. ბევრი გუნდი ამ ფინალს ტელევიზორიდან ნახავს. ბედნიერი ვარ და მადლობელი ბიჭების, რომ ეს შანსი მომცეს და მოგვცეს. ეს ჩემი მეშვიდე ფინალია და ვეცდები ის საუკეთესოდ დავასრულო."

"მე ვგულისხმობ ყველა იმ გუნდს, რომელიც იბრძოდა ფინალში გასასვლელად. სეზონის დასაწყისში ძალიან ბევრი ფიქრობდა აქ თამაშზე. ხშირად მე თვითონაც მინახია ეს თამაშები ტელევიზორში, რაც ძალიან არ მომწონდა."

კოშტას და არდას გარეშე: "სიმართლის თქმა მიყვარს. ეს ორი უმიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ "ატლეტიკომ" მათ გარეშეც ბრწყინვალე თამაშები აჩვენა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ მათი არყოფნა მათ სიძლიერეს საერთოდ არაფერს არ დაატყობს. მათ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ვულოცავ ლიგის მოგებას...

მნიშვნელოვანი გასაღებები: "როგორც წესი, ნახევარდაცვა ფეხბურთში დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, გუნდი, რომელიც უფრო მტკიცე ხასიათს და მონდომებას გამოიჩენს, ის იქნება გამარჯვებული."

ტრავმის რისკი: "შესაძლოა ფეხბურთელი არ არის ასი პროცენტით მზად, მაგრამ მნიშვბელოვანი არა ტრავმის რისკი, არამედ ისაა, რომ ასეთ დროს დროზე ადრე გიწევს შეცვლის განხორციელება."

"გვესმის, რომ ფეხბურთელი შეიძლება არ იყოს ასი პროცენტით მზად, შესაბამისად , თუ არსებობს მცირე ტრავმის რისკიც, ის მოედანზე არ გამოვა. თუ ვნახავთ, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, ბენზემა ითამაშებს. ისინი კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან. არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ფეხბურთელისთვის ეს თამაში ბოლო არ არის ამ წელს."

ილარამენდი: "ილარა კარგად გამოიყურება, თავდაჯერებულია, მონდომებულია და მინდა დავადასტურო, რომ მას შეუძლია ფინალში თამაში, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.."

გულშემატკივრები: "ვალენსიაში სასტუმროდან სტადიონამდე მგზავრობისას დიდებული შთაბეჭდილებები გამყვა, სწორედ ჩვენი გულშემატკივრები დაგვეხმარნენ მაშინ მოგებში და იმედი მაქვს , რომ ლისაბონშიც ანალოგიურად გვერდში დაგვიდგებიან.

ფავორიტი: "რთული შეხვედრა იქნება, რომელსაც ფავორიტები არ ჰყავს. "ატლეტიკოს" ბრწყინვალე სეზონი აქვს და ის ამტკიცებს თავის სიძლიერეს. ისინი ეიფორიაში არიან, ხოლო ჩვენ ვეცდებით მოვიგოთ ის ტიტული, რომლოს მოსაგებად წელს დიდებული სეზონი ჩავატარეთ. ბოლო გაბრძოლება დაგვრჩა და თასი ჩვენი იქნება. ამაზე ვმუშაობთ ეხლა.

ბეილი: "ბეილმა დარბაზში სპეციალური ვარჯიშები ჩაატარა, შესაბამისად არ იყო საჭირო მისი მოედანზე გამოყვანა. არანაირი პრობლემა არ აქვს. ის და რონალდუ ითამაშებენ."

"გარეთმა დიდებული სამუშაო გასწია , როცა ოპტიმალური ფორმა აკრიფა, მას მნიშვნელოვანი გოლები და საგოლე გადაცემები დაუგროვდა. ის მოუთმენლად ელის თამაშს. ეს მისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ დახმარებას გაგვიწევს."

სტილი: "ნებისმიერი მწვრთნელი ცდილობს, რომ სტრატეგია შეიმუშაოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში , ჩვენ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. ვეცდები, მოედანზე ვაჩვენოთ ჩვენი კლასი. ეს სულაც არ ნიშნავს მეტოქის ბლოკირებას, არამედ მისთვის ჩვენი სტილისა და თამაშის თავს მოხვევას."

კოენტრაუ: "ჩემი აზრით, ფაბიო მომდევნო წელსაც ჩემა განკარგულებაში იქნება. მან ბრწყინვალედ ითამაშა "ბაიერნთან" 1/2 ფინალში და თასის ფინალში. მარსელომ ტრავმა მოირჩინა და ორივე კარგ ფორმაში არიან და მზად არიან ერთმანეთთან კონკურენციისთვის."

შიშის არ ქონა: "აუცილებელია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ და სრულიად მობილიზებულნი შევხვდეთ თამაშს. როცა ძალიან ბევრს ფიქრობ თამაშზე, შიშის ადგილი იქ ნამდვილად არ არის."

ზიდანის ფაქტორი: "მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს გვერდით ზიდანია, რომელმაც გლაზგოში ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ მარტო ეს არ გვიშველის. მონდომება და ბოლომდე დახარჯვაა აუცილებელი. ზიდანის გოლი კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო."

ბალანსი: "არ მიფიქრია იმაზე , თუ რა მოხდება ამ შეხვედრის მოგება რომ ვერ მოვახერხოთ. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, თუ როგორ მოვიგოთ ეს თამაში."

მომავალი: "არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე ეხლა. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და არაა ეგ დამოკიდებული მეათეს მოვიგებ , თუ არა."

ხედირა: "ის მზად არის. პროფესიონალურად უდგებ ყველაფერს , მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მას დიდი ხანი გაუცდა. ის თავდაჯერებულია და მზადაა მოედანზე გამოსასვლელად."

წყარო: MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)