კარვახალი: "ფავორიტის სტატუსს "ატლეტიკოს" მივანიჭებდი"

დანი კარვახალიც ეთანხმება ვიცე-კაპიტანის ნათქვამს და ფიქრობს, რომ "ატლეტიკო" ფავორიტია.


ჩემპიონთა ლიგის ფინალის ოცნება: "ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ერთი წლის წინ და ასე იქნება ოთხი დღის შემდეგაც, როცა ლისაბონში თამაში მორჩება. როცა ბავშვი ხარ, გსურს, რომ ასეთი რამეები არასდროს გამოტოვო და მე გამიმართლა, რომ ამის საშუალება მაქვს."

მეშვიდეს, მერვეს და მეცხრეს მოგონებები: "დიახ, მე ეს ყველაფერი მახსოვს. განსაკუთრებით მიატოვიჩის გოლი "იუვეს" წინააღმდეგ და რაულისა ან ზიდანის გოლები "ლივერკუზენის" წინააღმდე. მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა დრო და მე აქ ვითამაშებდი და მომეცემოდა ასეთი შანსი...ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად."

დაცვის საკითხი: "ძალიან რთულ დღეში იქნება ორივე გუნდის დაცვა, ვინაიდან ეს ფინალია და აქ მცირე დეტალები წყვეტენ ყველაფერს. განსაკუთრებით სახიფათოა "ატლეტიკო", ვინაიდან მათ ლიგა მოიგეს და საკმაოდ თავდაჯერებულები იქნებიან."

ფავორიტი: "აქ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ საერთო ჯამში ფავორიტი, ჩემი აზრით, "მადრიდის ატლეტიკოა", ვინაიდან უფრო თავდაჯერებულები არიან ლიგის მოგების შემდეგ და პლიუს ამას, მათზე დიდი ზეწოლა არაა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც 50-50 შევაფასებდი ფავორიტის სტატუსს."

წყარო: MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)