რამოსი: "ატლეტიკო ფავორიტია"

სერხიო რამოსმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან


ცხრა წელი გუნდსი: "ეს ჩემთვის ყველაზე კარგი მოსაგონარია. ეს ცხრა წელიწადი, რაც ამ კლუბში ვარ, მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებითაა სავსე. ამ ცხრა წლის ოცნება კი წელს სრულდება, როცა როგორც იქნა, დიდი შრომისა და მონდომების შემდგე, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო თამაში იქნება. არ გვაქვს უფლება, რომ იმედები გავუცრუოთ ვინმეს , იმიტომ რომ ყველანი ვართ ამაში ჩაბმული და გვაქვს შანსი, რომ ეს შევძლოთ."

პეპეს გარეშე თამაში: "ჩემთვის , პეპე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მთელს დედამიწაზე, ჩვენ ვართ წყვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ვთამაშობთ ერთად და ვიცით ერთმანეთის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ვარანე ან რომელიმე სხვა მცველი მე ცუდად მიგებს, ან მე ცუდად ვუგებ მას. არა, ეს ასე არ არის."

ბოლო სამი თამაში: "ეს უკვე ისტორიაა და ამაზე საუბარი არ მინდა. ჩვენ ეხლა არ გვაქვს დრო, რომ ჩემპიონატის თამაშები განვიხილოთ. ეხლა ბოლომდე ფინალისთვის სამზადისში ვართ ჩაფლულები. ეს ფინალია, რომელშიც ჩვენს სისხლის და ოფლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ და რომელიც ამ ყველაფრის ფასად უნდა მოვიპოვოთ."

დიეგო კოშტას თამაში: ""ატლეტიკო" ყველამ გუნდური თამაშითა და ბოლომდე ბრძოლით გაიცნო, ისინი იმსახურებენ ლიგის ტიტულს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა განზომილებაა. არ მაინტერესებს ითამაშებს თუ არა დიეგო კოშტა, მე ვიცი ერთადერთი რამ, რომ ჩვენი მეტოქე უძლიერესია და ესაა მთავარი."

ყველაფერი ან არაფერი?: "ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგ ფინალში გავედით და მისი არმოგების გადატანა საკმაოდ მძიმე იქნება. ეს ფაქტიურად ოცნებების დამსხვრევაა, ყველაფერი ან არაფერი დამოკიდებულია ბალანსზე. ჩვენ გვინდა ამ ტიტულის მოგება. ტიტულისა, რომელიც უკვე ცხოვრების ტიტულად იქცა ბევრი ჩვენგანისთვის."

ბუკმეიკერების მოლოდინი: " "ატლეტიკო" ფავორიტია, წინა წლებთან შედარებით ყველას უმტკიცებს თავის სიძლიერეს, ისინი იმსახურებენ ყველა იმ პატივისცემასა და აღიარებას, რომელიც მათ აქვთ...ფინალი იმისთვისაა, რომ მოიგო."

წყარო: MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)