პელეგრინი: "ვიმსახურებდით მოგებას"

"რეალის" დამრიგებელმა, მანუელ პელეგრინიმ, "ალმერიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი შეგირდები იმსახურებდნენ გამარჯვებას.


"პირველ ნახევარში გუნდმა დიდი სამუშაო გაიღო, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ორი ან სამი გოლის გატანა შეგვეძლო.ჩვენ შეხვედრის სტარტიდან ფინიშამდე ვდომინირებდით მოედანზე.მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდმა კონცეტრაცია ხელიდან გაუშვა და ცოტა მოდუნდა, რაც შემდეგ ანგარიშზე აისახა.მოწინააღმდეგეს ნამდვილად არ ეგონა, 15 წუთში ორი გოლის გატანას თუ მოახერხებდა.ყველაზე პოზიტიური ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად მარცხისა, ჩვენ არ დაგვიკარგავს სიმშვიდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.მოხარული ვარ, რომ ორბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ მეტოქე."

"მე არ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუმ რაიმე არასწორად გააკეთა.მან ვერ გამოიყენა პენალტი, რაც ნორმალური მოვლენაა.ის ყოველთვის ზეიმობს გატანილ გოლს ქომაგებთან ერთად.მინდა გითხრათ, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევს ამა თუ იმ მოვლენას, თუმცა ფაქტია, რომ პორტუგალიელი ნამდვილი მეგობარია თავისი თანაგუნდელების."

"ვგონებ, რონალდუმ ორივე შემთხვევაში სამართლიანად მიიღო გაფრთხილება.მას შეეძლო პირველი ეპიზოდის დროს არ გაეხადა მაისური, რითაც პირველ ყვითელ ბარათს თავიდან აიცილებდა."

"ჩვენი გუნდის ნამდვილი პოტენციალი "ნოუ კამპზე" გამოჩნდა."ალმერიას" წინააღმდეგ კარგი შეხვედრა გავმართეთ.განსაკუთრებით გამოვყოფდი პირველ ტაიმს.სამწუხაროდ, მეორე ნახევარში სვხადასხვა მიზეზების გამო საქმე გაგვირთულდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა შეინარჩუნეს სიმშვიდე და საქმე წარმატებით მიიყვანეს ფინიშამდე.არ ვეთანხმები იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ამბობენ თითქოსდა სამეფო გუნდს ფიზიკური კონდიციების პრობლემები აქვსო.ეს სიმართლეს არ შეესაბამება."

"ქარიმი ახალგაზრდა მოთამაშეა.მჯერა, რომ ის გაიბრწყინებს სამეფო გუნდში.დღევანდელ მატჩში მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.წინ კიდევ ბევრი დაპირისპირებები გველის, სადაც ბენზემას თავის გამოჩენის საშუალება ექნება."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)