სანჩისი: „„რეალს“ ლისაბონშიც შეუძლია გაბრწყინება“

სამეფო კლუბის ყოფილმა მცველმა მანოლო სანჩისმა, ტრადიციისამებრ, Marca-ს მომხმარებლების საინტერესო კითხვებს უპასუხა.


- ჩემი აზრით, ანჩელოტიმ მაქსიმალური ყურადღება უნდა გაამახვილოს ფეხბურთელების მომზადებაზე, რამეთუ „ატლეტიკო,“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაშია.მათ არაფერი აქვთ დასამტკიცებელი.თუ წააგებენ, ქვების სროლას არავინ დაუწყებთ, ხოლო მოგების შემთხვევაში ტრიუმფატორები გახდებიან.რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე?
- რა თქმა უნდა, გეთანხმებით.მიმდინარე სეზონში „როხბილანკომ“ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და მათი სათანადოთ არ შეფასება, დანაშაული იქნება.მეტიც, „თეთრებს“ ბოლომდე მოუწევთ დახარჯვა ფინალის მოსაგებად.

- როგორ ფიქრობთ, მომავალ სეზონში, ხესე როდრიგესი პირველ გუნდში იასპარეზებს?
- ხესე პირველი შემადგენლობის სრულფასოვანი წევრია.ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.ტრავმის მიღებამდე, შესანიშნავად აგორებდა ბურთს და რაც მთავარია, გუნდისათვის იყო ძალიან სასარგებლო.

- გაზეთ Sport-ის ფურცლებზე წავიკითხე, რომ ფერნანდო ლორენტეს „ბარსელონასკენ“ აქვს გეზი აღებული.ჩემი აზრით, ის კატალონიელების გემოვნებაში ვერ ჩაჯდება.თქვენ რას ფიქრობთ?
- ლორენტეს საკმაოდ ძლიერ ფოვარდათ ვთვლი, მაგრამ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.ვერ გეტყვით, რა ცვლილებების გატარებას აპირებს ბართომეუ, რომელმაც უკვე დაანონსა ძირეული გარდაქმნები.არ გამოვრიცხავ, სტილის შეცვლაზეც ფიქრობდნენ და ასეთ შემთხვევაში, ფერნანდო მოერგება „ბარსას.“

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს „რეალის“ სასტარტო თერთმეტეული ლისაბონში?
- ვფიქრობ, ძირითადის წევრები მწყობრში იქნებიან და ანჩელოტიც ოპტიმალურ შემადგენლობას გამოიყვანს.ერთადერთი პრობლემა, ალონსოს შეცვლა იქნება.

- ვფიქრობ, ჩაბის არყოფნის პირობებში, მოდრიჩმა უნდა დაიკავოს ბასკის პოზიცია, ხორვატის ადგილას დი მარია დადგეს, ხოლო ამ უკანასკნელის ფუნქციები ისკომ შეითვისოს.ასეთი ვარიანტი უფრო შედეგისმომცემად მესახება, ვიდრე ილიარას ასპარეზობა....
- თქვენ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ჩამოწერეთ, თუმცა არა მგონია ანჩელოტიმ გამოიყენეს, რადგან საკმაოდ შეტევითია.იტალიელი მოედნის ცენტრის დაკავებას ეცდება და ასეთ პირობებში, ჩამშლელ ნახევარმცველებზე უფრო გააკეთებს აქცენტს.

- ფინალში ისევე უნდა დაიცვას თავი „რეალმა,“ როგორც მიუნხენში და ამასთანავე, უნდა გააძლიეროს პრესინგი მოედნის ცენტრში.ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სულელური შეცდომები არ იქნეს დაშვებული...
- მერწმუნეთ, ანჩელოტის გუნდს ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ გაიბრწყინოს.„ატლეტიკო“ ძლიერი გუნდია, თუმცა როდესაც „ბლანკოსი“ მაქსიმუმს აკეთებს, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

- როგორ განწყობაზე შეხვდებიან მადრიდისტები ფინალს? „ბაიერნის“ შემდეგ, მათ ქმედებებში არადამაჯერებელი ნიშნები შეინიშნება....
- თუ თავს მოდუნების საშუალება მისცეს, „ატლეტიკო“ არ აპატიებს, მაგრამ ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ.

RealMadrid.Ru
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)