რამოსი ფინალს საუკეთესო კონდიციებში ხვდება

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ლისაბონში გასამართ ფინალს საუკეთესო კონდიციებში შეხვდება, სერხიო რამოსია.


სევილიელი ფეხბურთელი მართლაც რომ შთამბეჭდავ ბოლო ტურებს ატარებს ესპანეთსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ყველას კარგად ახსოვს მისი "საქმენი საგმირონი" "მინხენის ბაიერნის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სადაც დუბლით გამოირჩა, რასაც მიაყოლა "ოსასუნასთან", "ვალენსია" და "ვალიადოლიდთან" ზედიზედ სამ შეხვედრაში გატანილი გოლები, რაც პირველად მოხდა მის კარიერაში.

დაცვის ხაზშიც ბრწყინვალედ გამოიყურება. საგულისხმობა ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს ყვითელი ბარათების მიღებასაც გადაეჩვია, მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში მიღებული თხუთმეტი ყვითელი და ორი წითელი ბარათით, ის მაინც ყველაზე უხეში ფეხბურთელია "მადრიდის რეალში". მიუხედავად ამ ფაქტისა, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რამოსმა "ბაიერნთან" ორი მატჩი ფაქტიურად ფინალის გამოტოვების ზღვარზე ითამაშა, მაგრამ არც უებისთვის და არც პროენკასთვის მას მისი გაფრთხილების საბაბი არ მიუცია.

ყველაზე ღირშესანიშნავი კი ალბათ ის ფაქტია, რომ სერხიო რამოსს ფინალის თამაშის შემთხვევაში, თეთრების რიგებში 403 მატჩი დაუგროვდება და "მადრიდის რეალის" ისტორიაში მე-7 პოზიციაზე აინაცვლებს ნათამაშევი შეხვედრების მიხედვით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)