ანხელ დი მარია - ასისტების დემონი

ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი საუკეთესო სეზონს ატარებს „ბენაბეუზე.“


მართალია, პრიმერა დივიზიონზე მადრიდელებმა ერთიანად ვერ მოახერხეს გაბრწყინება, თუმცა ანალოგიურს ვერ ვიტყვით ცალკეულ ფეხბურთელებზე.მოგეხსენებათ, აწ უკვე დასრულებული ტურნირის საუკეთესო გოლეადორი რონალდუ გახდა (31 გოლი), რომელსაც არაფით ჩამორჩა დი მარია და საუკეთესო მეპასისათვის განკუთვნილი ჯილდო არავის დაუთმო.

ჩატარებულ 34 პაექრობაში, ანხელიტომ 17-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს, რაც საუკეთესო შედეგია განვლილ ლა ლიგაზე.მას 5-5 ასისტით ჩამორჩნენ ჩესკ ფაბრეგასი და ჩემპიონი კოკე.

აღსანიშნავია, რომ სახმრეთ ამერიკელმა ბოლო ტურის შეხვედრაში მყარად გაიფორმა ხსენებულ კომპონენტში ლიდერობა.„ესპანიოლის“ წინააღმდეგ, არც მეტი არც ნაკლები, ორჯერ გაუკეთა საგოლე გადაცემა მორატას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დი მარია უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს „თეთრი“ მაისურით.პასების გარდა, თამაშის ყველა ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურება და ის, რომ „რეალმა“ „კოპა“ დაიბევა და ლიგისთვის იბრძვის, სწორედ ანხელს მიუძღვის ლომის წვლილი.არადა, სულ რაღაც სეზონის დებიუტში, გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, შემტევი ნახევარმცველი 24 პასსა და 11 გოლს მოითვლის.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)