ბენზემას ადგილს ისკო დაიკავებს

მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემას მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სათუოა.


შესაძლოა, ფრანგმა თავდამსხმელმა დარჩენილ დღეებში შეძლოს გამოჯანმრთელება, მაგრამ ანჩელოტი უკვე ფიქრობს მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზეც.თუ კარიმმა ვერ მოასწრო მწყობრში ჩადგომა, იტალიელს, მორატასა და ისკოს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

რასაკვირველია, ფინალურ დაპირისპირებაში მწვანე მინდორზე გამოსვლის გაცილებით დიდი შანსი აქვს მალაგელს, რომელმაც „კოპა დელ რეის“ ფინალში რონალდუ შეცვალა, ხოლო „ბაიერნთან“ პირველ დაპირისპირებაში ბეილი.პრიმერა დივიზიონის რამდენიმე შეხვედრაში, მან ბენზემაც ადგილის კი დაიკავა თერთმეტეულში „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე, თუმცა რამდენად წარმატებით გაართვა თავი, ეს თქვენ განსაჯეთ.

სავარაუდოდ, „მამალთა“ გოლეადორის არყოფნის პირობებში, ანჩელოტის გარკვეული გადაადგილებების განხორციელება მოუწევს.ალბათ, ისკოს ფორვარდათ განთავსება არაფრის მომტანია და ამიტომაც, შესაძლოა რონალდუ ვიხილოთ მეკარესთან ყველაზე ახლოს ან, ნახევარდაცვაში 4 ნახევარმცველისაგან შექმნილი კავშირი მივიღოთ, ხოლო თუ მორატაზე გაკეთდა არჩევანი, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, პოზიციურად დიდი არაფერი შეიცვლება.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ალარკონმა 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა.აქედან 37 შემთხვევაში სასტარტოდან დაიწყო თამაში და 11 გოლიც ჩაიწერა აქტივში.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)