რამოსი და პეპე - ლა ლიგის საუკეთესო გამტანი მცველები

წლევანდელი სეზონი მადრიდის "რეალისთვის" ერთობ საინტერესო გახლავთ, კარლო ანჩელოტის ბიჭებმა არაერთი რეკორდი დაამყარეს, აჩვენეს სრულიად განსხვავებული ფეხბურთი და მოახერხოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში გასვლა, სადაც ისინი თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან და ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობას გაარკვევენ...


ყველა სიკეთესთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს სერხიო რამოსისა და კეპლერ პეპეს ბრწყინვალე ტანდემი, რომელიც მათ დაცვის ცენტრში მთელი სეზონის მანძილზე ჰქონდათ, პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ იანვრის თვეში კარლოს გუნდს გოლი საკუთარ კარში საერთოდ არ მიუღია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. იმასთან ერთად, რომ ესპანურ-პორტუგალიური ("ბრაზილიური") დუეტი ძალიან კარგად იცავს "ბლანკოსის" კარს, არც გოლის გატანაა პრობლემა. წლეულს სერხიოს ანგარიშზე ლა ლიგაში 4, ჩემპიონთა ლიგაში კი 2 გოლი გახლავთ, საბოლოო ჯამში ვიცე კაპიტანს 6 გოლი დაუგროვდა. პეპემ კი სერხიოს მაჩვენებელი პრიმერაში გაიმეორა, ჩემპიონთა ლიგაში კი თავის გამოჩენა ვერ შეძლ. თუმცა პორტუგალიელმა საკუთარი კლუბის გულშემატკივრები "კოპა დელ რეი"-ზე გაახარა, საბოლოო ჯამში "სამიანის" ანგარიშზე 5 გოლი გახლავთ.

და ბოლოს, რამოსსა და პეპეს ჯამში 11 გოლი დაუგროვდათ, რაც ბრწყინვალე შედეგია ცენტრალური მცველებისთვის, მსგავსი შედეგი ესპანეთის პრიმერაში არცერთი გუნდის მცველებს არ დაუფიქსირებიათ. dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2014
  • 2412
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (213)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)