ვარანის რეგრესი

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ახალგაზრდა მცველი, რაფაელ ვარანი ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება მისი წლევანდელი სეზონი "რეალში" არც ისე ნაყოფიერო გამოდგა...


საქმე მოედანზე გატარებულ დროს ეხება. ფრანგი ტრავმებმა გატანჯა, ზოგადად ესპანეთში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს არაერთი დაზიანება აქვს მუხლზე მიღებული.

ლა ლიგის წლევანდელ სეზონში რაფამ მხოლოდ 14 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, რაც თავისთავად არც ისე კარგი შედეგი გახლავთ, მის ანგარიშზე 1084 წუთი გახლავთ, მეტოქის კარის აღება კი მან ვერ მოახერხა. წინა სეზონში კი მას 15 პაექრობაში 1177 წუთი ჰქონდა დაყოფილი.

ჩემპიონთა ლიგაში ფრანგმა ფეხბურთელმა 303 წუთის თამაში მოასწრო 6 თამაშში, გამოდის რომ ახალგაზრდა მოთამაშემ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირის დაპირისპირებათა 50% ითამაშა, რაც ესპანეთის ჩემპიონატზე უკეთეს შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა წინა სეზონი აქაც გასათვალისწინებელია, სადაც რაფას ანგარიშზე 11 პაექრობა და 973 წუთია.

რაც შეეხება სამეფო თასს, წინა სეზონთან შედარებით სხვაობა აქაც მკვეთრი გახლავთ. წლეულს ვარანმა 2 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში ორი სრული ტაიმის დრო, 91 წუთი გამოუვიდა, ეს კი ხდება მაშინ, როდესაც შარშან სამეფო თასზე მან 7 დაპირისპირებაში 615 წუთი დაჰყო მოედანზე და 2-ჯერ მეტოქის კარის აღებაც მოახერხა.

ზემოაღნიშნული ციფრებიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაფაელის წლევანდელი სეზონი არც ისე პროდუქტიული იყო, პირველ რიგში ეს კეპლერ პეპეს ბრწყინვალე თამაშს და თავად რაფას მუხლს უნდა დავაბრალოთ, თუმცა იმედი ვიქონიოთ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინებს და მომდევნო სეზონში "ბლანკოსისთვის" გაცილებით უფრო საჭირო შეგირდი გახდება.


dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2014
  • 2030
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)