გარეთ ბეილი - 3119 წუთი, 42 მატჩი, 20 გოლი და 17 ასისტი სამივე ტურნირზე

გარეთ ბეილი, რომელშიც ფლორენტინო პერესმა 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მადრიდელ გულშემატკივარს მთელი სეზონის მანძილზე აყვარებდა თავს. მიუხედავად უფერული სტარტისა და რამდენიმე ტრავმისა, უელსელმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშითა და მონდომებით ყველას დაანახა, რომ მასში გადახდილი ფული გადაყრილი არ არის...


გარეთის მიერ ბარტრას შერცხვენა სამეფო თასის ფინალში ყველას ახსოვს, სწორედ ბეილმა მოახერხა ნახევარი მოედნის უსწრაფესად გარბენა და გოლის გატანა, რომელმაც კარლო ანჩელოტის გუნდს Copa Del Rey მოაგებინა.

ლა ლიგა

უელსელმა ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 1979 წუთი დაჰყო მოედანზე. მის ანგარიშზე 26 მატჩი, 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემა გახლავთ, რაც პირველი სეზონის კვალობაზე ნამდვილად დიდებული შედეგია, ამას კი ისიც ემატება, რომ შემტევი მუდმივად იპყრობს 2-3 მცველის ყურადღებას და სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უთავისუფლებს.

ჩემპიონთა ლიგა

ბეილი არც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შერცხვენილა, მან 11 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, უელსელმა 5-ჯერ დაამწუხრა მეტოქე, 4-ჯერ კი თანაგუნდელს დაეხმარა გოლის გატანაში, ამ ყველაფრისთვის კი 753 წუთი დასჭირდა, ის ფინალშიც ითამაშებს და სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდება.

სამეფო თასი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გარეთის ბრწყინვალე სოლორეიდმა კარლოს გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. კოპაზე უელსელს 5 პაექრობა დაუგროვდა. პირველ 4 დაპირისპირებაში იგი გოლის გატანას ვერ ახერხებდა და გრაფაში 0 ეწერა, თუმცა ფინალში არასასიამოვნო ტრადიცია ძალიან სასიამოვნოდ დაირღვა, გარდა ამისა მან ერთხელ საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. საბოლოო ჯამში გარეთმა კოპას ეგიდით გამართულ შეხვედრებში 387 წუთი დაჰყო მოედანზე.

დღეს მადრიდის "რეალი" ესპანიოლს დაუპირისპირდება, სადაც გარეთი შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინოს, მას შანსი მიეცემა საკუთარი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესოს. სათამაშო წუთების მხრივ ის აუცილებლად გადააჭარბებს 2000-ს, გოლების გრაფის ცვლილება კი პირადად მასსა და კოლექტივის თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში უელსელის თამაში ეჭვგარეშეა, აქედან გამომდინარე მისი შედეგი სათამაშო წუთების მხრივ აქაც გაუმჯობესდება და მინიმუმ 800-ზე, მაქსიმუმ კი 845-ზე ავა (თუ დამატებითი დრო არ დაინიშნა), იმედი გამოვთქვათ, რომ მისი ასისტისა და გოლის გრაფაში 4 და 5 არ დარჩება.

დღეის მონაცემებით სამივე ტურნირზე უელსელის ანგარიშზე 42 პაექრობა, 20 გოლი და 17 ასისტი გახლავთ, სათამაშო წუთების რაოდენობა კი 3119 წუთს შეადგენს, თუმცა ეს შედეგი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მზარდია.

საბოლოო ჯამში ყველა სტატისკური მონაცემი გვეუბნება, რომ გარეთმა პირველი სეზონი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაატარა, მომდევნო წლების ყურება კი გაცილებით უფრო იმედიანი თვალითაა შესაძლებელი. dle 10.1

  • Hala
  • 17 მაი 2014
  • 2419
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)