55 მილიონს და ჩაბი - პერესის ახალი იდეა?

ბრიტანულ პრესაში ლუის სუარესთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია იწერება, რომელსაც შეძლებისდაგვარად სამეფო კლუბის "ჰალამადრიდელ" გულშემატკივრებს გაცნობთ. დღეს Guardian-ი კიდევ ერთ საინტერესო ჭორს ავრცელებს, რომელიც ფეხბურთელის "რეალში" ტრანსფერს შეეხება...


გავრცელებული ინფორმაციით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის შეელიოს ნახევარდაცვის ბურჯს, ჩაბი ალონსოს და ამასთან ერთად ლივერპულის ბიუჯეტში 55 მილიონი ევრო ჩარიცხოს. ეს ყველაფერი კი ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესის სანაცვლოდ, რომელმაც წელს ინგლისის ჩემპიონატში 31-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

რამდენიმე კვირის წინ ჩნდებოდა ინფორმაციები, თითქოს ბასკი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას აპირებს და მისით ყოფილი კლუბია დაინტერესებული, რომელთან ერთადაც 32 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის დრამატული ფინალის მოგება შეძლო.

ვინაიდან და რადგანაც ესპანური გიგანტის პრეზიდენტი საკუთარი ასტრონომიული თანხებით ინგლისელთა მოხიბვლას ვერ ახერხებს, გადაწყვიტა რომ "მზაკვრული" გეგმით მოახერხეს მერსისაიდელთა დაყოლიება.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თუკი ჩაბიმ ლივერპულს მიაშურა, სამეფო კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებებს დაიწყებს ტურინის იუვენტუსთან პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით. dle 10.1

  • Hala
  • 17 მაი 2014
  • 3683
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)