სიმაო : "გამიხარდება თუ რონალდუ გაიტანს"

ესპანიოლელმა სიმაო საბროსამ განაცხადა, რომ მადრიდის რეალთან გასამართ მატჩს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა...


"სატურნირო თვალსაზრისით მომდევნო დაპირისპირებას აზრი დაეკარგა, კარლო ანჩელოტის გუნდმა წინა 3 ტურში განიავებული ქულების გამო ჩემპიონობის შანსი დაკარგა, ჩვენ კი ლა ლიგაში ვრჩებით, ევროზონისგან კი საკმაოდ ჩამოცილებულები ვართ."

"სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნია. რონალდუ? ის ჩემი მეგობარია და ძალიან გამიხარდება თუ გოლის გატანას და ოქროს ბუცის მოპოვებას მოახერხებს, თუმცა ამასთან ერთად იმასაც ვისურვებდი, რომ მინიმუმ 2 გოლი გავიტანოთ, რათა ერთით კრიშტიანოს გოლი გავაბათილთ, მეორეთი კი 3 ქულას მოვუყაროთ თავი."

"არამგონია კარლო ანჩელოტის მოედანზე მებრძოლი შემადგენლობა შემოუშვას, ის დიდი გამოცდილების მატარებელია და ძალიან კარგად იცის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალის წინ შეგირდთა გაუთვალისწინებელმა დაზიანებამ საბოლოო შედეგზე შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, აქედან გამომდინარე ეჭვი არ მეპარება ის ლიდერებს დაასვენებს, შვიდიანის თამაში კი მხოლოდ მისი სურვილის გამო გადაწყდა." dle 10.1

  • Hala
  • 17 მაი 2014
  • 2030
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)