ბრენდან როჯერსი : "დამშვიდდით, ლუისი არსად წავა"

მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბერნდან როჯერსმა განაცხადა, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს, რადგან ლუის სუარესი აბარგებას არ გეგმავს...


"არ მესმის რატომ არის პრესაში ასეთი აჟიოტაჟი აღებული. "ლივერპულს" სულ ცოტა დააკლდა ინგლისის ჩემპიონობამდე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ თუმცა ბოლო ტურებში იღბალმა გვიმტყუვნა, მაგრამ ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელების მონდომებით."

"ინგლისში მეორე ადგილი საკმაოდ პრესტიჟულია, თუმცა ყველას გული დაგვწყდა, რომ ჩემპიონება მანჩესტერ "სიტის" დავუთმეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული გვაქვს რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"სუარესთან არაერთხელ მისაუბარია, ჩვენ ხშირად ვბჭობთ სხვადასხვა თემაზე და გვჯერა, რომ "ლივერპული" მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ სოლიდურად გამოვა."

"ურუგვაელმა ფორვარდმა 2013 წლის დეკემბერში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც ის "ენფილდზე" 2018 წლამდე დარჩება, მანამდე კი დიდი დროა, რაც ნამდვილად გვეყოფა საკუთარი გეგმებში განსახორციელებლად."

"ლუისს არამხოლოდ "რეალს" უკავშირებენ, უბრალოდ სამეფო კლუბს დიდი როლი აკისრია ატეხილ აჟიოტაჟში და სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მათ მთავარ პრეტენდენტად."

"ბოლო საუბარში, რომელიც მე ფორვარდთან მქონდა ნამდვილად ჩანდა, რომ ის წასვლას არ აპირებს, მან არაერთხელ მითხრა, რომ წლევანდელი სეზონით ძალიან კმაყოფილია და კიდევ უფრო დიდი შედეგების დადებად გეგმავს, აქედან გამომდინარე ნერვიულობის საფუძველი არ მაქვს."

"ჩვენ ძალიან ამბიციური კლუბი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის სწორედ საუკეთესო მეგოლესთან ერთად იბრძოლებს." dle 10.1

  • Hala
  • 16 მაი 2014
  • 2422
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (149)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)