ფალკაო : "ფინალში შანსები თანაბარია, მე კი ატლეტიკოს ვუგულშემატკივრებ"

კოლუმბიელი ფორვარდი, რადამელ ფალკაო ფიქრობს, რომ ლისაბონში გასამართ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს, რადგან როგორც სამეფო კლუბი, ასევე "როხიბლანკო", მოწოდების სიმაღლეზე დგანან...


"დიდებული მატჩი იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, შემდეგ კი იმიტომ, რომ 2 საუკეთესო გუნდს შორის თანაქალაქელები მოხვდნენ, ევროპაში მადრიდული დერბი შედგება, რაც სასიამოვნოა."

"ფავორიტს ვერ დავასახელებ. ლა ლიგაში "ატლეტიკომ" კარლო ანჩელოტის გუნდი დაჯაბნა, ერთი დაპირისპირება მოუგო, შემდეგ კი ყაიმს დასჯერდა, ამ შემთხვევში უპირატესობას "როხიბლანკოს" ვანიჭებ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს კოპა დელ რეი, სადაც აწ უკვე ჩემპიონმა "რეალმა" თანაქალაქელებისგან არაფერი დატოვა და ორი მატჩს ჯამში 5-0 იმარჯვა."

"ორივე გუნდს აქვს გარკვეული კოზირები, სიმეონეს უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს."

"ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ ითამაშებს კრიშტიანო რონალდუ, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება, პორტუგალიელი ფეხბურთელი დიდებულ სეზონს ატარებს და დამსახურებულად გახდა ოქროს ბურთის მფლობელი."

"პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა აუცილებლად ვუყურებ ფინალს და ჩემ ყოფილ გუნდს ვუგულშემატკივრებ." dle 10.1

  • Hala
  • 16 მაი 2014
  • 1852
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)