მიატოვიჩი: „სეპტიმამ თავისუფლების გრძნობა მიანიჭა „რეალს““

"იუვენტუსისთვის" გატანილი ისტორიული გოლის ავტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, მადრიდის "რეალისა" და თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა.


- 20 მაისს, ზუსტად 16 წელი შესრულდება იმ მომენტიდან, როდესაც ამსტერდამის ფინალში "სეპტიმა" მოიპოვეთ. სწორედ თქვენ გახლდით ერთადერთი ბურთის ავტორი...
- ეს მომენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს კარიერაში და დროის სვლასთან ერთად ვხვდები, რომ იმ გოლის მნიშვნელობაც იზრდება."

- შეიძლება თუ არა, მაშინდელი და მიმდინარე სეზონების შედარება?
- აღნიშნულ სეზონებს შორის უამრავი განსხვავებაა. ჰაინკესის იმდროინდელი "რეალი," საშინლად გამოიყურებოდა ლა ლიგაზე, რომლის დათმობაც "ბარსასთვის" მოგვიწია. ჩვენ ვცადეთ ბრძოლა, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან ყოველი მომდევნო თამაშს წინაზე უარესად ვატარებდით. ქომაგები და ჟურნალისტები ხშირად იხსენებდნენ კაპელოს "რეალს", რომელმაც ერთი წლით ადრე იმ "ბარსას" დამარცხება შეძლო, სადაც ბრაზილიელი რონალდო საუკეთესოობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

- და თქვენ აღმართეთ "ჩემპიონთა ლიგის" თასი..
- ძალიან რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. მართალია, პრიმერაში საშინლად ვაგორებდით ბურთს, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და კონკრეტულად გადამწყვეტ მატჩებში, დიდებულად ვასპარეზობდით.

- როგორ მოხდა ყოველივე ეს?
- ფინალის წინ, უბრალოდ კარგად ვისაუბრეთ გასახდელში. სამეფო კლუბის ისტორიამ და იმ ფაქტმა, რომ გუნდს 32 წლის განმავლობაში ვერ გაეგო ლიგაზე გამარჯვების გემო, შეგვაგულიანა და მოსაგებად განვეწყვეთ. გამარჯვება ჩვენი საერთო მიზანი გახდა. დიდებული ისტორია მხოლოდ ლამაზი სიტყვებით არ შემოიფარგლება, არამედ ძალიან გეხმარება გადამწყვეტ და რთულ მომენტებში. იმ დღეს გვინდოდა, რომ ღირსეული კლუბის ღირსეულ ისტორიად ვქცეულიყავით.

- თქვენ გაუმკლავდით მოქმედ ჩემპიონ "ბორუსიას" და ლევერკუზენის "ბაიერს"..
- დიახ, ამ მხრივ ვგავართ ანჩელოტის გუნდს. ფინალში თამაშამდე, გერმანულ გუნდები ჩამოშორება მოგვიწია. მახსოვს, თუ როგორ ვშიშობდით, რომ დისკვალიფიკაცია არ მოეცათ, "ბორუსიასთან" სახლში თამაშისას, ჩამოვარდნილი კარის გამოყოველივე ამან გარკვეულწილად იმოქმედა ჩვენზე და შევძელით მათი დამარცხება.

- და აი, დადგა 20 მაისი. ამსტერდამში, "იუვენტუსთან" მოგიწიათ შერკინება, რომელტა რიგებში ზიდან, დელ პიერო, დავიდსი და სხვანი იწონებდნენ თავს...
- ეს იყო დიდებული კლუბი, რომელმაც ფინალში თამაშამდე იტალიის ჩემპიონატი მოიგო. რა თქმა უნდა, ფავორიტებად ისინი ითვლებოდნენ, თუმცა დავამტკიცეთ, თუ რას ნიშნავდა მადრიდის "რეალი" და რომ არავის შეეძლო ამ დიდებულ კლუბთან ადვილად განმკლავება, მითუმეტეს ფინალში.

- და, როგორც იქნა, თქვენს გოლზე..
- არ ვიცი, რას ლაპარაკობს ახლა პესოტო, მაგრამ გოლი ყოველი წესის დაცვით იქნა გატანილი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)