სუარესის წასვლის შემთხვევაში ლივერი 60 მილიონს კავანისთვის გადადებს

ბრიტანულ პრესაში კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ლუის სუარესის მადრიდის "რეალში" გადაბარგებას ეხება...


Caughtoffside-ს ინფორმაციით მერსისაიდული გუნდი მზად არის "რეალთან" გარიგებაზე წავიდეს, თუმცა ფლორენტინო პერესს სერიოზულად მოუწევს ჯიბის შეთხელება, რადგან საქმე მინიმუმ 80 მილიონ ევროს ეხება, რაც თავისთავად უდიდესი თანხა გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციით იმ შემთხვევაში, თუ ურუგვაელი ფორვარდი სამეფო კლუბში გადავა, ლივერპული მის თანამემამულე ედისონ კავანიზე დაიწყებს ფიქრს. მეტიც, მერსისაიდელებს მისთვის 60 მილიონი ევროც კი არ ენანებათ.

ლეგენდარული ინგლისური კლუბი ლუისის გაშვების შემთხვევაში არამხოლოდ ედისონს, არამედ სხვა ფეხბურთელებსაც დაიმატებს, თუ მფლობელ კლუბებს პრობლემა არ ექნებათ. პარისენჟერმენთან დაკავშირებით ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ფრანგებს ფულის პრობლემა არ აქვთ და რამდენად დათანანხმდებიან ედისონის გაშვებას საკითხავია, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიის სერია "ა"-ში ბევრად უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე საფრანგეთის პირველ ლიგაშია. სხვა შეგირდებთან დაკავშირებით კი ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ინგლისელები პრემიერ ლიგის მოგებას უმიზნებენ.

გამომდინარე იქედან, რომ ლივერპულელები საუკეთესო ფორვარდის შემცვლელს ეძებენ, ფლორენტინო პერესს სუარესის დამატების სერიოზული შანსი აქვს, თუმცა ამისთვის სერიოზული გათვლები დასჭირდება, ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 15 მაი 2014
  • 3289
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)