არსენალი ბენზემაში 37 მილიონ ევროს ჩამოდის

ბრიტანულ პრესაში სულ უფროდაუფრო აქტუალური ხდება კარიმ ბენზემას არსენალში გადასვლის საკითხი, ყოველდღიურად არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება ფრანგ ცხრიანთან დაკავშირებით...


The Telegraph-ის ინფორმაციით არსენ ვენგერი სერიოზულად გახლავთ დაინტერესებული თავის თანამემამულის შეძენით, ის ბენზემაში საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს და ფიქრობს, რომ 26 წლის ფორვარდი ლონდონელ "მეთოფეებს" დიდ დახმარებას გაუწევს.

კარიმ "რეალთან" კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კარიმი ან უნდა წავიდეს, ანაც ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, რადგან 2015 წელს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ნებისმიერ კლუბს უფასოდ მიაშურებს, რაც პრეზიდენტი პერესის გეგმებში რა თქმა უნდა არ შედის.

სატრანსფერო თანხად 37 მილიონი ევრო სახელდება, რაც 2 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რაც პრეზიდენტმა ლიონის ბიუჯეტში ჩარიცხა შეგირდის სანაცვლოდ.

ინგლისელები ოფიციალურ მადრიდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაუკავშირდებიან, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და კლუბებს მოლაპარაკებების საშუალება მიეცემათ.

კარიმის გარდა ვენგერი მანჯუკიჩისა და დიეგო კოშტას პერსონებითაცაა დაინტერესებული, თუმცა ყველაზე კარგ ვარიანტად მადრიდელი შემტევი მიაჩნია. dle 10.1

  • Hala
  • 15 მაი 2014
  • 2551
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)