კრიშტიანუს დასვენება ურჩიეს?

Marca-ს ჟურნალისტის ცნობით, კრიშტიანუ დილემის წინაშე დგას.


მართალია, პორტუგალიელი სრულად განიკურნა ტრავმისაგან და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები, „ესპანიოლთან“ მატჩში, მოედანზე გასვლის რეკომენდაციას არ აძლევენ.

მადრიდელი მედიკოსების ინფორმაციით, პრიმერას ბოლო ტურში მონაწილეობის მიღებამ, შესაძლოა სულაც არაფერი ავნოს რონალდუს, თუმცა სასურველია, რომ ლისაბონის ფინალს, მაქსიმალურად დასვენებული შეხვდეს პორტუგალიელი.

ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს თავად რონალდუ, რომელსაც პირადი ანგარიშების გასასწორებლად სურს კატალონიელებთან დაპირისპირება.მოგეხსენებათ, მას მხოლოდ 1 ბურთი აშორებს „ოქროს ბუცის“ გაფორმებამდე და ცხადია, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება, არცერთი ამბიციური თავდამსხმელის გეგმებში არ შედის, თუმცა სასწორზე მეტად მნიშვნელოვანი - „ლა დესიმა“ დგას.

დიდი ალბათობით, კარლო ანჩელოტი თამაშის წინა დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)