12 წელი დიადი გამარჯვებიდან

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, სამეფო კლუბის ბოლო ტრიუმფიდან, ზუსტად 12 წელი გავიდა.


2002 წლის 15 მაისს, გლაზგოს სტადიონის ტრიბუნები, ესპანელი და გერმანელი გულშეატკივრებით გადაიჭედა.ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილებს, ტოპმიოლერის „ბაიერის“ ბარიერი უნდა გადაელახათ, რაც თავის დროზე არც ისე ლამაზად ჟღერდა, როგორც ახლა.

თამაში „თეთრებისათვის“ დიდებულად დაიწყო, რამეთუ უკვე მე-9 წუთზე, რაულის გოლის წყალობით ტაბლოზე ანგარიში გაიხსნა, თუმცა ლევერკუზენელებმა ხუთიოდე წუთში, ლუსიოს თავური დარტყმით შეძლეს წონასწორობის აღდგენა.პაექრობა გარდამავალ უპირატესობაში მიმდინარეობდა და მატჩის, სეზონის, დეკადისა თუ „რეალის“ ისტორიის საუკეთესო მომენტი, ტაიმის მიწურულს დადგა, როდესაც რობერტო კარლოსის „ამორტყმულ“ ბურთს (პასს ნაკლებად იყო), ზიდანმა დიდებულად დაუხვედრა ფეხი და ბუტის კარში ულამაზესი გოლი გაახვია, რომელიც დღემდე თვალწინ უდგათ, როგორც მადრიდისტებს, ასევე ფეხბურთის მოყვარულებს.

მიუხედავად გერმანელების დიდი მონდომებისა და გაუთავებელი შეტევებისა, დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, თუმცა რომ არა შეცვლაზე შესული კასილიასის არაამქვეყნიური რეაქციები, ვინ იცის, საით გაემართებოდა თასი?!

ერთი სიტყვით, „რეალი“ მეცხრე თასის შემდეგ, უკვე 12 წელი გავიდა და იმედია, 24 მაისს, მეათესაც ავწევთ! ჰალა მადრიდ !!!


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)