რონალდუ: „ჩემი ოცნებაა, „რეალის“ მაისურით ლიგის მოგება“

„რეალის“ პორტუგალიელმა მეგოლე კრიშტიანუ რონალდუმ, UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის კითხვებს უპასუხა.


„ძალიან განსაკუთრებული ფინალის მოლოდინში ვარ, რომელიც ჩემს ქვეყანაში გაიმართება.ვიცით, რომ რთული დაპირისპირების ჩატარება მოგვიწევს, რამეთუ „ატლეტიკო“ დიდებულ სეზონს ატარებს.მათი რიგები შესანიშნავი ფეხბურთელებითა და მწვრთნელითაა დაკომპლექტებული, თუმცა ყველაფერს გავიღებთ, რათა თასი ჩვენ დაგვრჩეს.„რეალი“ თავდაჯერებულია.“

„რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და მეც მიჩნდება სურვილი მონაწილე ვყოფილიყავი.მთელი მადრიდული სამყარო „დესიმაზე“ ოცნებობს და უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“

„„მანჩესტერის“ შემდეგ მუდამ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ.უკვე მეხუთე წელია „ბლანკოსში“ გამოვდივარ და ვგონებ, დადგა დრო, დიადი ტურნირის მოგებისა.სიმართლე გითხრათ, „რეალის“ მაისურით ჩ/ლიგაზე ტრიუმფი, ჩემი ოცნებაა.“

„განვლილი სეზონების განმავლობაში, ძალისხმევას არ ვიშურებდით ფინალში გასასვლელად, თუმცა არ გამოგვდიოდა.ახლა ვგრძნობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ სანუკვარ მიზანთა.გამადრიდელების დღიდან, ვცდილობ წარმატებულ ასპარეზობას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, რომელიც მეტად მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს კლუბის ისტორიაში.„ლა დესიმას“ აღმართვის ვალდებულება, სასიამოვნო და დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის.“

„ფინალურ შეხვედრაში ისეთივე ფეხბურთი უნდა ვაჩვენთ, როგორსაც მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ შეხვედრებში ვთამაშობთ.ბუნებრივია, მომდევნო დერბი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინამორბედებისაგან.24-ში ნებისმიერ მცირე დეტალს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.“

„ვფიქრობ, გუნდური თამაშის თვალსაზრისით, „რეალი“ საუკეთესო სეზონს ატარებს ლიგაზე და აუცილებლად იმსახურებს ტიტულს.კმაყოფილი ვარ ჩემი გარჯითაც.ცხადია, ტურნირის წინ ბომბარდირობა და რეკორდების დამხობა არ დამისახავს, მაგრამ სასიხარულოა, რომ ასე გამოვიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს.ვეცდები, ლისაბონშიც გამოვიჩინო თავი.“

„ჩემი აზრით, უკვე ვითვლები სამეფო კლუბის ისტორიის ნაწილად და ყოველივე ეს, არა მხოლოდ გოლების დამსახურებაა.რასაკვირველია, დი სტეფანოს რეკორდის დამხობა დიდი პატივია ჩემთვის.სამწუხაროდ, მის ეპოქას ვერ მოვესწარი, თუმცა საარქივო მასალებიდან მაქვს ნანახი მისი სიდიადე.მადლობას ვუხდი ღმერთს ყველაფრისათვის.„რეალი“ ის კლუბია, რომელიც ძალიან მიყვარს და არაფერს დავიშურებ, რომ რაც შეიძლება მეტს მივაღწიო მადრიდელებთან ერთად.“

„ბეილი და ბენზემა შესანიშნავი მოთამაშეები არიან.ჩვენ შორის დიდებული ურთიერთგაგება სუფევს და ფაქტობრივად, სრულყოფილი კავშირია.ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისათვის.“

„გარეთი დიდებული ფეხბურთელია.ის ბრწყინვალედ მოერგოს გუნდს და ეტაპობრივად ავლენს შესაძლებლობებს.„ბარსელონას“ კარში გენიალური გოლი შეაგდო.ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, რამეთუ ორივე ინგლისურად ვსაუბრობთ.ადრე მომწონდა, როგორც მოთამაშე და ახლა, მისი ჰუმანურობითაც მოხიბლული ვარ.რა თქმა უნდა, ყოველთვის დავეხმარები, როდესაც ამის საჭიროება იქნება.“

„ვიმედოვნებ, კარლო კიდევ დიდი ხანი იქნება ჩვენი მწვრთნელი.ნამდვილად სასიამოვნოა მასთან მუშაობა.ის ყოველთვის მშვიდად არის და ყველა მოთამაშესთან იდეალური ურთიერთობა აქვს.“

„ბუნებრივია, კარლიტოს მშვიდი ბუნება ჩვენზეც გადმოდის, რაც ძალიან გვეხმარება.მომწონს მისი ხასიათი.ძალიან დადებითი პერსონაა.“

„მიმდინარე ფორმაციის „რეალი“ სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, რაც მოსაწონია ქომაგებისათვის.ჩვენ გვიყვარს გოლების გატანა, ლამაზი კომბინაციები და გულშემატკივრების გახარება.“

„გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.ფეხბურთელები სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და დიდი მოლოდინებით ვხვდებით ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს.“

„ვთვლი, რომ ფეხბურთელმა მუდმივად განვითარებაზე უნდა იფიქროს, რამეთუ ყოველთვის არის ისეთი ასპექტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ.სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც.დანებებას არ ვაპირებ.ვცდილობ, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგა სრულყოფილებისაკენ.ერთი სიტყვით, მადრიდში მინდა დარჩენა და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა.“

„საერთო ჯამში დიდებული სეზონი გამოგვივიდა.ძალიან ახლოს ვართ ყველაზე დიდ გამარჯვებასთან და ქომაგები გრძნობენ ამას.“

„კმაყოფილი ვარ, რომ ფინალი პორტუგალიაში იმართება.ვეცდები მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, რამეთუ ასეთი ტიპის შეხვედრები ყოველთვის არ იმართება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)