"ლისაბონური ფინალის მოლოდინში"

AS-ის ჟურნალისტის, ტომას რონსეროს მოსაზრება ამჟამინდელ მადრიდის "რეალზე"


"პრიმერას ბოლოს წინა ტურში "სელტამ" ნამდვილი ზეიმი მოუწყო "ბალიადოსზე" შეკრებილ ქომაგებს. როგორც წინა ორ მატჩში, კვლავ ვიხილეთ მადრიდელთა წარუმატებელი სერია, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ყოველგვარი მოტივაციისა და მონდომების გარეშე ითამაშეს.

საეჭვოა თუნდაც ერთი მადრიდისტას პოვნა, რომელსაც გული არ დაწყდა "ბლანკოსის" მიერ ხელიდან გაშვებული ჩემპიონობის ტუტულზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო. "ვალენსიასთან" სახლში მოგების, გასვლაზე "ვალიადოლიდისა" და "სელტას" დამარცხების შემთხვევაში, "რეალი" ახლა ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა და შესაბამისად, ლა ლიგის უპირობო ფავორიტიც.

აშკარაა, რომ ბედისწერამ რამდენიმე შანსი მისცა ანჩელოტის ბიჭებს, თუმცა მადრიდელებმა ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს."ბავარიასთან" ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, "ბლანკოსმა" უკუსვლა დაიწყო: "ვალენსიასთან" წარუმატებლობა დაღლილობით აიხსნება, მაგრამ "ვალიადოლიდთან" და "სელტასთან" არადამაჯერებელი თამაში უკვე გაუმართლებელია.

აშკარაა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ლისაბონში გასამართი მატჩის მოგებაა, მაგრამ რთულია იმ ვითარების ახსნა, რომელიც 3 მატჩში 7 ქულის დაკარგვით არის გამოწვეული. თოთოეული ფეხბურთელი მოედანზე ვალდებული იყო ეს ქულები არ დაეკარგა. "სელტასთან" მატჩში მადრიდელებს ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი დააკლდათ (კასილასი, კარვახალი, პეპე, კოენტრაო, დი მარია, ბეილი, ბენზემა, რონალდუ), მაგრამ შესამჩნევი იყო, რომ გუნდი უპირველეს ყოვლისა, შემართებასა და მონდომებას მოისაკლისება. არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ის ფაქტორიც, რომ მადრიდელთა მხრიდან არა ერთი შეცდომა დაუშვეს სერხიო რამოსმა და ჩაბი ალონსომ, დანარჩენებზე უკვე საუბარი არ მაქვს. როდესაც ანგარიში "1:0" იყო, მსაჯს ლუკა მოდრიჩის წაქცევისთვის "სელტას" კარში პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ ეს არ მოხდა.

შეუძლებელია არ გავავლო პარალელი შორეულ 1966 წელთან: მაშინ ავსტრიამ "ევროვიზია" მოიგო (უდო იუნგესის წყალობით) , "ატლეტიკომ" - "ლა ლიგა", "ბეტისი" სეგუნდადივიზიონში აღმოჩნდა, ხოლო "დეპორტივომ" უკვე "პრიმერაში" ამოჰყო თავი. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 1966 წელს "თეთრებმა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს. მაშ ასე, წინ ლისაბონური ფინალი გველის!"

წყარო: As.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)