კარვახალის ბრწყინვალე შანსი

კანტერანოსის ბრწყინვალე პროგრესი არც დელ ბოსკეს გამორჩენია თვალდათეხდვიდან.


მართალია, „ულვაშას“ ჯერ ბოლომდე არ დაუკომპლექტებია მუნდიალზე წასაყვანი 23 ფეხბურთელიანი განაცხადი, თუმცა გაფართოვებულ სიაში მოხვედრა, უკვე დიდი წარმატებაა ახალგაზრდა მცველისათვის, რომელსაც ახლა უფრო მცირე ნაბიჯი აშორებს ოცნების ახდენამდე.

ლევერკუზენის „ბაიერში“ ერთწლიანი ვოიაჟისა და ბუნდეს ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველობის დაბევების შემდეგ, კარვახალი მადრიდში დააბრუნეს.ალბათ, ამ იდეის ავტორს ქებადაქება ეკუთვნის, რამეთუ ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, „რეალს“ კიდევ მრავალი წელი არ შეექმნება მარჯვენა ფრთაზე პრობლემები.სახლში დაბრუნის პირველი სეზონში, დანიელმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.მან მყისვე დააკარგვინა ადგილი არბელოას სასტარტო შემადგენლობაში და წარმატებულად ირჯება, როგორც უკან, ასევე წინ.

წლეულს, 30 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა (აქედან 24 ძირითადში დაიწყო) და 2 გოლთან ერთად, 3 გადაცემაც მიითვალა.დანი „ფურია როხაში“ თამაშის გამოცდილებით ვერ დაიტრაბახებს, თუმცა სხვადასხვა წლებში, ჯერ 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად იზეიმა ევროპის ჩემპიონობა, ხოლო შემდეგ 21 წლამდელებშიც გაიმეორა იგივე.

იმედია, საბოლოო განაცხადშიც მოხვდება დანიელი.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)