მომავალი გამარჯვების მოლოდინში

მადრიდის "რეალი" სრულ მზადყოფნაშია "ალმერიასთან" სათამაშოდ. სანტიაგო ბერნაბეუზე ბრწყივალე განწყობა სუფევს, გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება შემდეგ გუნდს, რომელიც მადრიდულ არენას დამარცხებულის როლში დატოვებს. ლასი და კაკა გამოტოვებენ დღევანდელ მატჩს, ფრანგ ნახევარმცველს წითელი ბარათი აქვს, ხოლო რიკის კი ტრავმა...


სამეფო კლუბი II პოზიციაზეა, მისი მეტოქე კი მე–13... ამ ორ გუნდს შორის იგრძნობა ძალთა სხვადასხვაობა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ "ალმერია" საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია.

სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ გუტი, ნისტელროი და მეტსელდერი, ესენიც დაშავებულნი არიან. სამაგიეროდ სასტავში დაბრუნდა ფერნანდო გაგო, ახალგაზრდა არგენტინელს პელეგრინი შანსს აძლევს და იძახებს განაცხადში.

უგო სანჩესი (ალმერიას მწვრთნელი) საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, მას დაუბრუნდა დაშავებული კრუსატი, ჩიკო და გილერმე. ეს სამივე მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ნიეტო და ფაბიან ვარგასი ისევ დაშავებულნი არიან, მათთან ერთად ალექს კუილო, დავიდ როდრიგესი და ბოზანი არ გამგზავრებულან ესპანეთის დედაქალაქში.

"ალმერია" მეშვიდე კლუბი იქნება, რომელიც ეწვევა ამ სეზონში სანტიაგო ბერნაბეუს, მანამდე ვინც მადრიდში ჩამოვიდა, ყველა სასტიკად გაწბილებული დაბრუნდა სახლში... იმედია დღევანდელ მეტოქესაც იგივე დღეში ჩააგდებენ მადრიდისტები.

"რეალის" ბერნაბეუზე გამართული შეხვედრები (2009|10)

რეალი 3–2 დეპორტივო

რეალი 5–0 ხერესი

რეალი 3–0 ტენერიფე

რეალი 4–2 ვალიადოლიდი

რეალი 2–0 ხეტაფე

რეალი 1–0 რასინგი

"ალმერიას" მადრიდში ოთხჯერ აქვს ნათამაშები და ყველა შეხვედრა სასტიკად წააგო... ისინი თითოეულ თამაშში 3.5 გოლს უშვებენ სანტიაგო ბერნაბეუზე. ბოლოს მადრიდისტებმა მათი დღევანდელი მეტოქე წინა სეზონში დაამარცხეს 3–0, იმ მატჩში გოლები მარსელომ(1) და ჰუნტელაარმა(2) გაიტანეს.

რეალსა და ალმერიას შორის გამართული მატჩები [სანტიაგო ბერნაბეუზე]

1979|80 წლები. რეალი 4–1 ალმერია [ლოპესი, ხუანიტო, ერნანდესი, გუნიგამი, ანხელი]

1980|81 წლები. რეალი 4–0 ალმერია [ხუანიტო(2), რინკონი, ხუან ორტესი]

2007|08 წლები. რეალი 3–1 ალმერია [უჩე, სავიოლა, სნეიდერი, იგუაინი]

2008|09 წლები. რეალი 3–0 ალმერია [ჰუნტელაარი(2), მარსელო]


გუნდების განაცხადი

მადრიდის "რეალი"– კასილასი, დუდეკი, რამოსი, ეზეიკელ გარაი, არბელოა, ხაბი ალონსო, ალბიოლი, ბენზემა, გაგო, დრენტე, მამადუ დიარა, რაული, მარსელო, გრანერო, ვან დერ ვაარტი, კრიშტიანო რონალდო და გონსალო იგუაინი.

"ალმერია"– დიეგო ალვეში, მასელო, აკასიტე, სორიანო, სისმა, ჩიკო, ბერნანდელიო, ესტებანი, გილერმე, პელერანო, გოიტომი, კორონა, პიატი, მ'ბამი, ორტისი, კალუ, უჩე და კრუსატი.



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 5 დეკემბერი 2009
  • 2214
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)