არბელოა შესაძლოა ლივერპულში დაბრუნდეს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, სამეფო კლუბის მარჯვენა მცველი, ალვარო არბელოა მომავალი სეზონიდან შესაძლოა პრემიერლიგაში მოგვევლინოს და მერსისაიდული "ლივერპულის" ღირსება დაიცვას...


მას შემდეგ, რაც ესპანელმა ტრავმა მიიღო, იგი შესანიშნავად შეცვალა დანიელ კარვახალმა, რომელიც არც მანამდე იკლებდა სათამაშო წუთებს მოედანზე.

ახალგაზრდა კანტერანომ , აწ უკვე გამოცდილი კანტერანო აშკარად დაჩრდილა და მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელი გზაც მოუჭრა. მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ბრაზილიაში არა არბელოა, არამედ დანიელი გაემგზავრება.

ამ ყველაფერს ემატება ჭორები იმის შესახებ, რომ მცველს თანამემამულე იკერ კასილასთან სერიოზული დაპირისპირება აქვს, რაც კოლექტივში დამატებით განხეთქილებას იწვევს, ეს კი მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის საერთოდ არ აწყობს.

Daily Mirror-ის ინფორმაციით მერსისაიდული კლუბი არბელოას შეძენით არის დაინტერესებული, ალვაროს ინგლისში თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს, მან სახელი სწორედ "ლივერპულში" გაითქვა.

სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ინგლისელთა ხელმძღვანელობა მადრიდში განახორციელებს ზარს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები დაიწყება. dle 10.1

  • Hala
  • 13 მაი 2014
  • 6940
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)