ანჩელოტი: „ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი გამოგვივიდა“

მადრიდის „რეალი“ დამრიგებელმა „უეფას“ ოფიციალურ საიტთან ისაუბრა მოახლოვებულ ფინალზე.


„ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი გამოვაცხვეთ და დამსახურებულად მოვიპოვეთ ფინალური პაექრობის საგზური.ის, რომ „დესიმას“ მოგება შეგვიძლია, დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის.ძალიან ახლოს ვართ სანუკვარ მიზანთან, თუმცა ამასთანავე კარგად გვესმის, რომ ადვილი არაფერი იქნება.„რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისათვის.“

„მიუნხენელების დამარცხების შემდეგ სიამაყის გრძნობა დამეუფლა.ჩვენ ევროპის მოქმედ ჩემპიონებს ვეთაშებოდით და რა თქმა უნდა, დიდ სირთულეებს გადავაწყდით, მაგრამ საერთო ჯამში, შესანიშნავად ვიასპარეზეთ.გუნდმა ბრწყინვალედ გამოავლინა შესაძლებლობები.დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე გამოვედით, ხოლო ჩვენი თითოეული გადასვლა მეტოქის ნახევარზე სახიფათო მომენტით სრულდებოდა.ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდების ერთიანი მოქმედებით.“

„მომავალი დაპირისპირება სრულია განსხვავებული იქნება ლა ლიგასა და სამეფო თასზე ჩატარებული მატჩებისაგან.ვეცდებით, ჩვეულ სტილში გავაგოროთ ბურთი და დარწმუნებული ვარ, ასეთი განზრახვა ამოძრავებთ თანაქალაქელებსაც.კარად ვიცნობთ ერთმანეთს და ვფიქრობ, დიდებული შეხვედრის მომსწრენი გავხდებით.“

„წლეულს, „როხბილანკოებმა“ ყველანი გაოცებული დაგვტოვოს.აღნიშნული შემადგენლობის მთავარი კოზირი, გუნდი თამაშია.ისინი ყოველთვის უღეღავათოდ იბრძვიან ნებისმიერი ბურთისათვის.ჩინებულად თამაშობენ კონტრ-შეტევებზე და მყისვე რეაგირებენ დაკარგულ ბურთებზე.“

„ტაქტიკურად განსხვავებულ შერკინებას ველოდები.ვფიქრობ, ბურთის კონტროლის საშუალება გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანია ეფექტური და სწრაფი თამაში, რათა თავდამსხმელების პლიუსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.საჭირო იქნება სივრცეების მოძებნა და მოედანზე სწრაფი გადაადგილება.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოველთვის არაპოგნოზირებადია.მწვრთნელებიც, ფეხბურტელებისა და გულშემატკივრებიც დიდი იმედით შევცქერით ლისაბონის თამაშს.რაც მთავარია გვყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება.“

„ჯერ კიდევ არ ვიცი, რას ვეტყვი ფეხბურთელებს ფინალის წინ.ვფიქრობ, ბევრის თქმა არც იქნება საჭირო, რამეთუ მოთამაშეები სათანადო მზადყოფნისა და კონცენტრაციის ქვეშ იქნებიან.მთავარია, დამატებითი ზეწოლა აირიდონ და ის ხასიათი და სულისკვეთება გამოამჟღავნონ, რაც გააჩნიათ.“

„ჩემი აზრით, კრიშტიანუს საუკეთესო მომენტი უდგას კარიერაში.ის მუდამ პროფესიონალიზმიტა და დიდი ჟინით ეკიდება თავის საქმეს.მისი ფაქტორი გადამწყვეტიც კი არის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.გატანილი 16 გოლი ძალიან დაგვეხმარა და ვიმედოვნებ, ყველაფერს გააკეთებს, რათა თასიც აგვაწევინოს.“

„სეზონის დებიუტში ვთქვით, რომ ჩვენი მიზანია ფინალში გასვლა.როგორც ხედავთ, დანაპირები შევასრულეთ და ახლა უკვე გვინდა, რომ დავაგვირგვინოთ დიდებული სეზონი.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)