ქომაგები ჩაბის შემცვლელად კაზემიროს მოიაზრებენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოვებასთან ერთად, მადრიდულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაციები ალონსოს შემცვლელის თაობაზე.


როგორც იცით, მიუნხენში, შვაინშტაიგერთან ორთაბრძოლაში მიღებული გაფრთხილების წყალობით, ბასკი საყრდენი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირების მიღმა დარჩა.ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ ჩაბის ყველა რეალურ შემცვლელად, ილიარა მოიაზრება, თუმცა ამ უკანასკნელის ბოლოდროინდელმა უნიათო თამაშმა, მთავარი მწვრთნელიც დააფიქრა და დიდი ალბათობით, უკვე სხვა ვარიანტზე მუშაობს კარლიტო.

გამოცემა AS-ის მკითხველთა 52 პროცენტის სურვილია, რომ 24 მაისს, ალონსოს ნაცვლად ახალგაზრდა კაზემირო გამოვიდეს მწვანე მინდორზე, რომელმაც „სელტას“ წინააღმდეგ სასტარტოში დაიწყო თამაში.ხმების მიხედვით, მეორე პოზიციაზე ხედირა გავიდა (32%).ალბათ, გერმანელს ალტერნატივაც არ ეყოლებოდა, რომ არა 177 დღიანი უქმობა და ფორმიდან ამოვარდნა, ხოლო რაც შეეხება ილიარას, მან მხოლოდ 15 პროცენტის სიმპათიები დაიმსახურა.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)