ლიგა მოგებული მადრიდელები

იკერ კასილასი, კრიშტიანუ რონალდუ, ჩაბი ალონსო და ბოლოს, კარლო ანჩელოტი. ოთხივე მათგანს აქვს აღმართული "ჩემპიონთა ლიგის" მაგიური თასი.


24 მაისს ლისაბონი საფეხბურთო სამყაროს ეპიცენტრად იქცევა. პორტუგალიაში "მადრიდის რეალი" ყველაფერს გააკეთებს, რათა "ატლეტიკოს" სძლიოს და ნანატრი მეათე აღმართოს. გუნდს ამისთვის დაეხმარება ის 3 ფეხბურთელი, რომლებსაც აქვთ გამოცდილი, თუ რას ნიშმავს "ჩემპიონთა ლიგის" თასის ხელში დაკავება. ესენი არიან: იკერ კასილასი, კრიშტიანუ რონალდუ და ჩაბი ალონსო. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში არც მადრიდელთა "დამრიგებელია" უტიტულო, რომელმაც "ლიგა" ჯერ ფეხბურთელის, ხოლო შემდგომ მწვრთნელის რანგში მოიპოვა.

დავიწყოთ კასილასით, რომელიც "ჩემპიონთა ლიგის" ორგზის ჩემპიონია. პირველი 1999/2000 წლების სეზონში მოიპოვა, როდესაც მადრიდელებმა "ვალენსია" გაანადგურეს. ორი წლის შემდგომ "ბლანკოსმა" კვლავ აღმართა, ამჯერად "მეცხრე". ამ უკანასკნელ მატჩში "რეალი" გერმანიის "ბაიერ ლევერკუზენს" დაუპირისპირდა.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონობის წოდება "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში მოიპოვა, როდესაც ის "მანჩესტერის" მაისურით ასპარეზობდა. 2007/2008 წლის ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. საბოლოოდ, თასი "იუნაიტედმა" დაიბევა. აღსანიშნავია, რომ ფინალში თავის გამოჩენა შეძლო პორტუგალიელმა, რომელმაც ბრწყინვალე თავური დარტმით აიღო მეტოქის კარი.

მსგავსად რონალდუსა, 2004/2005 წლების ფინალში "ლივერპულის" მაისურით მოასპარეზე ჩაბი ალონსომაც შეძლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა "მილანის" წინააღმდეგ.

რაც შეეხება "მერენგების" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის "ლიგა" 2-ჯერ აქვს მოგებული, როგორც ფეხბურთელს და ამდენჯერვე, როგორც მწვრთნელს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)