კრიშტიანუ ტრიპლეტის ზღვარზე

მართალია, მადრიდელებმა ე.წ. ტრიპლეტის ყოველგვარი შანსი ვიგოში ამოწურეს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუსთვის, ინდივიდუალური თვალსაზრისით არაფერი დასრულებულა.


როგორც იცით, უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილია, რომ პორტუგალიელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების მთავარი მეგოლე იქნება.ამ მომენტისათვის, 16 გოლს ანაგრიშობს ლიგაზე, უახლოეს მდევარს 8 ბურთით უსწრებს და პლიუს ერთი თამაში აქვს რეზერვში.

რაც შეეხება პრიმერა დივიზიონს, მის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, „ელ ფერარის“ 3 გოლიანი ჰანდიკაპი აკავშირებს მესისთან, რომელსაც წინა ტურში შეეძლო მეტოქის უთამაშებლობა გამოყენება, თუმცა „ელჩესთან“ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ესპანიოლთან“ მოედნის უგოლოდ დატოვების შემთხვევაშიც, პრიმერას „პიჩიჩის“ მფლობელიც კრიშტიანუ გახდება (31 გოლით), მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რონალდუს აუცილებლად მართებს მეტოქის დამწუხრება, რამეთუ მის მიზანში ინდ.ტრიპლეტის შესრულება შედის.

2013/14 წ.წ. სეზონის ევროპის საუკეთესო ბომბარდირობაში, ან „ოქროს ბუცისთვის“ რბოლაში, მას სუარესი ეცილება.ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგა უკვე დაამთავრა და კრიშტიანუს დარ ბურთების რაოდენობას მოითვლის.შესაბამისად, „ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულს, მხოლოდ 1 გოლი აშორებს დიდებულ ტრიპლეტამდე და მისია შესრულებული ექნება.

თუ რონალდუმ ვერ გაიტანა და ორმა მოთამაშემ მოაგროვა თანაბარი რაოდენობის გოლები, მაშინ ორივე მიიღებს აღნიშნულ პრიზს.მსგავსი პრეცედენტი, 1990 და 2005 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ერთდროულად 2-2 ფორვარდმა მიიღო ოქრო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)