დიდი ბლეფი თუ შოკისმომგვრელი რეალობა?

ის, რაც ესპანეთის პრიმერაში ხდება უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორც ესპანეთში ასევე მთელ მსოფლიოში ამ თემასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი...


გუშინდელის შემდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონის ბედს "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება გამოავლენს, კატალონიელებს გამარჯვება სჭირდებათ, "როხიბლანკო" კი ფრეზეც თანახმაა, მან შესაძლოა ისტორიული ჩემპიონობა მოიპოვოს.

რა ხდება მადრიდის "რეალში?, მიუნხენის ბაიერნთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი მთლიანად არის მორყეული. რამ გამოიწვია ეს? რა ხდება გუნდში? რას აკეთებს ფიზიოთერაპევტი, რომელსაც ამდენი ფეხბურთელი ჰყავს მიბარებული? რას ფიქრობენ თავად ფეხბურთელები? ეს ყველაფერი ალბათ ყველასთვის ბუნდოვანია.

ფრე ვალენსიასთან, ფრე ვალიადოლიდთან, წაგება სელტასთან. ალბათ მეტისმეტია. თანაც ამ ყველაფერს თან სდევს წარუმატებელი სერია, რომელიც უშუალო კონკურენტებმა გამოაცხვეს, საუბარი რა თქმა უნდა ატლეტიკოსა და ბარსელონაზე გახლავთ.

სელტასთან გამარჯვების შემთხვევაში "რეალს" ჩემპიონობის შანსი ეძლეოდა თუმცა ეს ასე არ მოხდა, კარლო ანჩელოტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები განაცხადში არ შეიყვანა, გარეთ ბეილი კი სკამზე დასვა, იტალიელ სპეციალისტს პირდაპირ ეტყობოდა, რომ ლა ლიგაზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თუმცა როგორც ჩანს შეცდა.

შესაძლო 9-იდან გუნდმა მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი, თანაც როდის? მაშინ როდესაც შეგირდებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ 100%-იანი შედეგის ჩვენებისათვის.

მე პირადად ცოტა სხვანაირად ვფიქრობ და დავსძენ, რომ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია. "ფეხბურთი დღეს ძალიან შორს არის ჯანსაღი სპორტისგან, რადგან ამ სპორტში უხილავი ხელი არაერთხელ ახდენს სენსაციას და ბევრი რამ წინასწარაც იგეგმება. ვიმეორებ ეს ჩემი აზრია." ეჭვებს ისიც მიმძლავრებს, რომ პარალელურად კონკურენტებიც კარგავენ ქულებს. თუმცა ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა, ლა ლიგის წლევანდელ სეზონს რომ გადავხედოთ ძალიან ხშირი იყო მეტისმეტად არაპროგნოზირებადი შედეგების დაფიქსირება წამყვანი კოლექტივების მხრიდან.

"ვალენსიასთან" ყაიმიდან მოყოლებული ფეხბურთელები მატჩისშემდგომ კომენტარებში აცხადებენ, რომ ასე გაგრძლება არ შეიძლება და გუნდი მომდევნო პაექრობიდან სრული მობილიზაციით ითამაშებს, თუმცა თქმა ერთია და საქმე მეორე. ვინც "ვიგოელებთან" მატჩს უყურა, ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ "ბლანკოსს" იმ თამაშის მოგება "არ სურდა" და მეტი არაფერი. უაზრო თამაშგარე მდგომარეობებზე საუბარი უკვე ზედმეტია, ეს არ იყო იმ გუნდის თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და თასის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას.

და ბოლოს. გუნდში ან მართლაც შოკისმომგვრელი სიტუაციაა, რომელიც ფინალამდე აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ანაც გრცხვენოდეთ მადრიდელებო, იმის გრცხვენოდეთ, რომ გულშემატკივრებს მხურვალე შეძახილების ფონზე "გაყიდულ" თამაშებს ჩუქნით.

მოვლენების მსგავსი განვითარება დიდი სირცხვილია, როგორც რეალისთვის, ასევე მთელი ესპანეთის საფეხბურთო ლიგისთვის.

ისმის კითხვა. დიდი ბლეფი თუ შოკისმომგვრელი რეალობა?!!! ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. dle 10.1

  • Hala
  • 12 მაი 2014
  • 14327
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)