ზაფხულში ფლორენტინო აგუეროს მიუბრუნდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე შესაძლოა კუნ აგუერო გახდეს...


მოგეხსენებათ, "რეალის" მმართველს ძალიან სურს ლუის სუარესის შეძენა, თუმცა ლივერპული ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ურუგვაელი ფორვარდი შეინარჩუნოს. არაერთი სარფიანი შეთავაზების მიუხედავად მერსისაიდელები საკუთარ პოზიციას არ თმობენ, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან მთავარმ დამრტყმელ ძალას, თუ ბიუჯეტში 80 მილიონი ევრო ჩაირიცხება, ეს ციფრი კი პრეზიდენტს მეტისმეტად დიდი ეჩვენება.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გეზი შესაძლოა მანჩესტერისკენ აიღოს და ადგილობრივი "სიტის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აწარმოოს. "ბლანკოსს" სერხიო აგუეროს შეძენა სურს.

არგენტინელი ფორვარდი არა მხოლოდ "რეალის" არამედ "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშიც არის, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას პირველ რიგში ლიონელ მესის იმედი აქვს, რადგან ის კუნის ბავშვობის მეგობარია და შეუძლია კატალონიაში გადასვლაში დაარწმუნოს.

ფლორენტინო რისი ყოვლის შემძლე პრეზიდენტია თუ ამ ტრანსფერს ვერ გაჩარხავს? როგორც ჩანს ცხელი ზაფხული რეალისთვის კიდევ უფრო მეტად "გახურდება", რადგან პრეზიდენტი ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას აპირებს, ის ეცდება აგუეროს შეძენას და გუნდის შეტევითი პოტენციალის გაზრდას, თანაც ხელს შეუშლია ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ტრანსფერის განხორციელებაში. dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2014
  • 3966
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)