გრანერო და ბენზემა ძირითადში?

ეს რამოდენიმე თვეა მანუელ პელეგრინი გუნდის ხშირ როტაციას მიმართავს... შეიძლება დღვანდელ შეხვედრაში "ალმერიას" წინააღმდეგ, გრანერო და ბენზემა ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორი მადრიდისტა სასტარტო 11 კაცში ძალიან იშვიათად ხვდება...


მადრიდის "რეალის" თავკაცი ურთულეს მდგომარეობაშია, მის გუნდს "ბარსელონა" უკვე ხუთი ქულით ასწრებს... ამჟამად ყველაზე მთავარი შედეგია, წინა სეზონივით არ უნდა დაემართოთ დედაქალაქელებს და არ უნდა ჩამორჩნენ კატალონიელებს. ჩილელს ერთი პრობლემა დაემატა, მისი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი რიკარდო კაკა დაშავებულია და ერთ კვირას გამოტოვებს...

რაც შეეხება ესტებან გრანეროს, მას შესანიშნავი შანსი ეძლევა ითამაშოს "ალმერიასთან", სეზონის დასაწყისში, ეს ახალგაზრდა მადრიდისტა პელეგრინის დიდ გეგმებში შედიოდა და იმედია დღესაც შედის... ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც სამეფო კლუბს ლასანა დიარა აკლია, ამ პოზიციაზე ბრძოლა გაგოს და ხაბი ალონსოს მოუწევთ.

ასევე კარგი შანსი ეძლევა კარიმ ბენზემას, წინა შეხვედრა იგუაინმა ჩააგდო და აქედან გამომდინარე არგენტინელი დაისვენებს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში ფრანგი დაიწყებს თამაშს. მან უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ბევრის მიღწევა შეუძლია, არავის უნდა რომ კარიმს ანელკასავით მოექცნენ... ასეთი ცუდი ფაქტი, რომ აღარ ვიხილოთ, თვითონ ფრანგმა უნდა მოინდოდმოს ბევრი.

სავარაუდო შემადგენლობა "ალმერიასთან" მატჩში

მეკარე: კასილასი

დაცვა: რამოსი, პეპე, ალბიოლი და არბელოა.

ნახევარდაცვა:
ხაბი ალონსო, კრიშტიანო რონალდო, მარსელო და გრანერო. (გაგოც შეიძლება)

თავდასხმა: ბენზემა, რაული ან იგუაინი.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 5 დეკემბერი 2009
  • 2534
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)