კარლო შეშფოთებულია - ბეილი, რონალდუ, ანხელი, პეპე

სამეფო კლუბის ლაზარები მთელი სეზონის მანძილზე ხშირად ივსებოდა და ცარიელდებოდა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მიმდინარე წელს არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, რის გამოც დიდი ხნით უქმობა მოუწია...


იტალიელი სპეციალისტი საგონებელშია ჩავარდნილი, მას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაზიანებული ჰყავს, რომლის ფორმაში ჩადგომას ექიმები გაორმებული ძალებით ცდილობენ.

ამ მომენტისთვის სრული დატვირთვით ვარჯიში არ შეუძლიათ კრიშტიანო რონალდუს, ანხელ დი მარიას, გარეთ ბეილს და კეპლერ პეპეს, ამ უკანასკნელის დაზიანების ხარისხის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა მედიკოსების წინასწარ ვარაუდით ის საკუთარ სამშობლოში ფინალს აუცილებლად ითამაშებს.

ვალიადოლიდთან დაპირისპირებამ "ბლანკოსს" კარგი არაფერი მოუტანა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ დაკარგული 2 ქულა, რის გამოც გუნდი ლა ლიგისთვის ბრძოლას გამოეთიშა, შემდეგ კი დამტვრეული ფეხბურთელები. რონიმ მატჩის სტარტშივე მოითხოვა შეცვლა, ანხელ დი მარიამ კი მოგვიანებით მიიღო დაზიანება, რასაც პეპეს ტკივილებიც მოჰყვა.

ბეილს პრიმერას ბოლო დაპირისპირებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, მიზეზად კი დაზიანება დასახელდა.

ფაქტია, რომ გუნდს კონდიციების მხრივ პრობლემები აქვს, ზემოხსენებული ფეხბურთელები კოლექტივის მამოძრავებელ ძალას წარმაოდგენენ, აქედან გამომდინარე მთავარ მწვრთნელს ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად აქვს, თუმცა უნდა დავსძინოთ, რომ ექიმები ფეხბურთელების ფორმაში ჩასაყენებლად ყველაფერს აკეთებენ და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი" უდანაკარგოდ იასპარეზებს. dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2014
  • 6311
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)