ბენზემას უგოლო სერია გრძელდება

ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებში კარიმ ბენზემა ისეთი ეფექტური ვეღარ არის. ფრანგმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეშვიდე თამაშში ვერ აიღო მეტოქის კარი...


ვალიადოლიდთან პაექრობაში ყველა ელოდა ფრანგის გაბრწყინებას, თუმცა არამხოლოდ ფორვარდმა, არამედ მთელმა გუნდმა სრული ფიასკო განიცადა და გასაკვირი ნამდვილად არ არის ბენზემას ვერგატანა.

ფაქტია, რომ კარიმი ესპანეთში გოლების გატანას ვეღარ ახერხებს, მან ბოლოს მეტოქის კარი მარტში აიღო, მას შემდეგ კი საკმაოდ დიდი დრო გავიდა.

ჩემპიონთა ლიგაში ბენზემამ ბაიერნს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა, სწორედ მისი გაბრწყინების წყალობით მოიგო "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე და ფინალში გასვლის საფუძველი შეიქმნა.

კარლო ანჩელოტის პრესკონფერენციაზე ფრანგის კონდიციების შესახებ კითხეს, იტალიელმა კი უპასუხა, რომ კარიმი საკმაოდ პროდუქტიულად ასპარეზობს და არ აქვს მნიშვნელობა აიღებს თუ არა მეტოქის კარს, ამან კი შეგირდს დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნა.

"ბლანკოსმა" პრიმერა დივიზიონში ხელი ჩაიქნია, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მასსა და ატლეტიკოს შორის სხვაობა კი 4 ქულას შეადგენს, აქედან გამომდინარე წლევანდელ სეზონში ცხრიანის გოლებზე აღარავინ გააკეთებს დიდ აქცენტს, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში მას აქტიურობა მოუწევს. dle 10.1

  • Hala
  • 8 მაი 2014
  • 4483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)