ანჩელოტი: „„ვალიადოლიდთან“ ვერ მოგება, ლიგის დათმობას ნიშნავს“

პრიმერა დივიზიონის გადადებული მატჩის წინ, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონასთვის“ ახალი მწვრთნელის მოძიება უნდა იდგეს დღის წესრიგში.„რეალის“ მიზანია დარჩენილ ტურებში წარმატების მიღწევა.თუ ვერ მოვუგებთ „ვალიადოლიდს,“ ჩვენთვის პრიმერა დასრულებული იქნება.აქედან გამომდინარე, ხვალინდელი დაპირისპირება ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“

„მოგეხსენებათ, „ვალიადოლიდი“ გადარჩენისათვის იბრძვის და ნამდვილად არ ველოდები ადვილ გასეირნებას.“

„ნაჩო ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელსაც დიდი დრო არ გაუტარებია საქმეში, თუმცა როდესაც მწვანე მინდორზე გამოდის, ყოველთვის სასარგებლოდ ირჯება.მისთვის მნიშვნელოვანია სათამაშო წუთები.“

„ილიარამ თავისუფლად შეუძლია ალონსოს შეცვლა, თუმცა ამ უკანასკნელმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა „ვალენსიას“ წინააღმდეგ.ხედირა უფროდაუფრო იკრებს ძალებს და დიდი ალბათობით, „ვალიდოლიდის“ წინააღმდეგ გარკვეულ დროს გაატარებს თამაშში.ასევე, ვგეგმავთ არბელოას გამოყვანასაც.რაც შეეხება მოდრიჩს, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას.“

„კრიშტიანუ ცოტათი დაღლილია, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია განვლილ ვარჯიშზე, ხოლო კარვახალსა და ბეილს გარკვეული პრობლემებია წუხებთ და ალბათ, დასვენების საშუალება მიეცემათ.“

„დარწმუნებული ვარ, „ბარსელონა“ ბოლომდე იბრძოლებს და როგორც არ უნდა წარიმართოს სცენარი, არაფერს დაუთმობს „ატლეტიკოს.“

„ბენზემას უგოლო სერია არ მანაღვლებს.ის ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს გუნდისათვის და 150 გატანილ გოლში დიდი წვლილი მიუძღვის.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)