ჩაბის უფერული სეზონი

ჩაბი ალონსო მადრიდის რეალში ყველაზე უფერულ სეზონს მართავს, ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ თუკი სადისციპლინო კომიტეტი "ბლანკოსის" საჩივარს არ დააკმაყოფილებს ბასკი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მატჩსაც გამოტოვებს...


მიმდინარე სეზონის სტარტზე ალონსო არ ჩანდა, რადგან ის უმძიმეს ტრავმას იშუშებდა, შემდეგ კი დაბრუნდა და სასტარტო შემადგენლობაშიც მოიპოვა ადგილი, თუმცა ბასკი ნახევარმცველი ნამდვილად ვეღარ ასპარეზობს იმ დონეზე, როგორზეც როგორც რეალის, ასე მერსისაიდული ლივერპულის გულშემატკივრები არიან მიჩვეულნი.

ლა ლიგაში ბასკმა 24 დაპირისპირება გამართა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც მისთვის ნამდვილად კატასტროფული მაჩვენებელი გახლავთ. უკვე "ხანში შესულმა" ცენტრმა 1842 წუთს მოუყარა თავი, მას წელს მეტოქის კარი არ აუღია.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნახევარმცველი არც ევროპის ყველაზე პრეტიჟულ ტურნირზე იწონებს პროდუქტიულობით თავს, ბასკმა შესაძლო 12-იდან 9 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა, გოლის გატანა ვერც აქ მოახერხა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი "ასისტის" გრაფაშიც 0 წერია, არადა კოლექტივს ამ სეზონში 37 გოლი დაუგროვდა, ჩაბიმ კი ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც ვერ მოახერხა.

ესპანეთის სამეფო თასზე 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 7 მატჩი, 472 წუთი და ერთი საგოლე გადაცემა გახლავთ, გატანილი გოლების მხრივ კი ბასკი ვერც ამ ტურნირზე დაიქვეყნის, მას უგოლო სერია არც ამ ტურნირზე შეუწყვიტავს.

ჩაბის სტილის ფეხბურთელებს გოლების გატანა ნამდვილად არ ევალებათ, იგივე შეგვიძლია ვთქვათ საგოლე გადაცემებზე, რადგან მას შეტევის ჩაშლა ევალება, თუმცა წინა წლებში კარგად ჩანდა თუ როგორ ურტყამს კარში და როგორ საგოლე გადაცემებს აკეთებს იგი, ესპანელი ფეხბურთელი ევროპაში საკუთარი პასით ერთ-ერთი საუკეთესოა, აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცენტრის უკუსვლა გრძელდება და მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელი ნელ-ნელა მის ჩანაცვლებას დაიწყებს. dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2014
  • 5436
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)